Sport-ის ჟურნალისტი ფერან კორეასი “ბარსელონას” სატრანსფერო მიზნებზე საუბრობს.
ზამთარში შემადგენლობის გაძლიერებაზე აქტიური მუშაობის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობა ზაფხულში უფრო კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნაზე იზრუნებს და მხოლოდ ერთი პოზიციის გაძლიერებით არ შემოიფარგლება.
ნომერ პირველი სამიზნე თავდამსხმელი იქნება, ჟოან ლაპორტას ოცნებას კი ერლინგ ჰოლანდის დამატება წარმოადგენს. კლუბს ნორვეგიელის ტრანსფერის სირთულე გაცნობიერებული აქვს და ყველაფერის გაკეთებას აპირებს, თუმცა მთავარი თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილება იქნება. თუ 21 წლის თავდამსხმელი “ბარსას” არ აირჩევს, კატალონიელები სხვა ცხრიანზე გადაერთვებიან და ფინანსებს არ დაიშურებენ.
“ბარსელონა” მნიშვნელოვან ყურადღებას დაცვის გაძლიერებას დაუთმობს. კლუბი განაპირა და ცენტრალური უკანახაზელების დამატებაზე იზრუნებს. ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, კატალონიელები თავისუფალ აგენტებზე ინადირებენ. “ბარსას” ორი ფეხბურთელი: ანდრეას კრისტენსენი და სესარ ასპილიკუეტა უკვე შერჩეული ჰყავს. შეიძლება ითქვას, ეს უკანასკნელი ცალი ფეხით უკვე “კამპ ნოუზეა”. ესპანელი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, რადგან მშობლიური ქვეყნის ჩემპიონატში თამაში სურს და “ბარსას” იდეალურ ვარიანტად მიიჩნევს. კატალონიურმა გრანდმა 32 წლის ფეხბურთელს 2+1-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზა, რაც სხვა კლუბების წინადადებებზე მისაღებია.
“ჩელსის” კიდევ ერთი უკანახაზელი, რომელიც “ბარსას” ინტერესის სფეროშია, ანდრეას კრისტენსენია, თუმცა მასთან მოლაპარაკებები წინ არ წაწეულა. დანიელმა “ლურჯებს” განუცხადა, რომ ზაფხულში უფასოდ წასვლას აპირებს. მისი დამატებით “ბარსელონა”, “ბაიერნი” და რამდენიმე ინგლისური კლუბი ინტერესდება. კრისტენსენის წარმომადგენელი იანვარში კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობას შეხვდა და, როგორც გაირკვა, დიდი ალბათობით, ფეხბურთელი “ბარსას” წინადადებას დათანხმდება, რადგან მას ჩავის პროექტი ძალიან მოსწონს.
“ბლაუგრანა” მარცხენა მცველის მოყვანასაც აპირებს. ამ პოზიციაზე ჟორდი ალბას კონკურენტი არ ჰყავს. კატალონიელებს ყველაზე მეტად ხოსე გაია მოსწონთ და ელოდებიან, გაახანგრძლივებს თუ არა ის კონტრაქტს “ვალენსიასთან”. მეორე ვარიანტი “ბენფიკადან” ალეხანდრო გრიმალდოს დაბრუნებაა, რომელიც Transfermarkt-ზე 20 მილიონ ევროდაა შეფასებული.




მე კიდევ ერთხელ არ დავმალავ და არ ვარ ერლიგ ჰოლანდის ბარსაში გადმოსვლის! ამას თავისი მიზეზები აქ მაგრამ მადრიდის რეალს რაში უნდა ზამენაზე დასასმელად თუ ბენზემას გაშვებას აპირებენ ან მბაპეს დასმა უნდათ თ ამდენი მაგარი დონის ფორვარდი გყავს და რატო რა უნდათ რისთვის რას დააღორდნენ რა ავი ძაღლივით არიან არც თვითონ უნდათ და სხვასაც არ აძლევენ დააყუდებენ სკამზე და 2 თვეში მეორე აზარი ეყოლებათ მე ვერ გავიგე პერესის გეგმა?????
იწყება გაზაფხული და ძალიან ცხელი ზაფხული გველოდება ვატყობ. რა მოიცდის ამდენს. გაიბურღება ტვინი ათასი ვარიანტებით, და ამდენივე უაზრო ნიუსებით.
ჩემი სათქმელი თქვი ბრატ. ერთადერთს დავამატებ რომ თუ ჰოლანდი ვერ ვითრიეთ მაშინ ჰარი კეინი ხოლო თუ აქაც ჩაისვარა ლაპორტამ საერთოდ დაიკიდონ თავდასხმის გაძლიერება და დაცვა დაალაგონ ერთი ათი წლით დელიხტის და კუნდეს მოყვანით👍
დე ლიხტი გაამართლებს რო?
ჩემი სათქმელი თქვი ბრატ. ერთადერთს დავამატებ რომ თუ ჰოლანდი ვერ ვითრიეთ მაშინ ჰარი კეინი ხოლო თუ აქაც ჩაისვარა ლაპორტამ საერთოდ დაიკიდონ თავდასხმის გაძლიერება და დაცვა დაალაგონ ერთი ათი წლით დელიხტის და კუნდეს მოყვანით👍
ამ ერთი და იგივეს წერა არ მოგბეზრათ? ამ შინაარსის სტატი მინიმუმ 10 მაქვს წაკითხული ამ საიტზე
ასპი,კრისტენსენი,გრიმალდო და ჰოლანდი უკვე ძაან კაი იქნება ზაფხულში.
მის ბოლო დროინდელ ფორმას თუ გავითვალისწინებთ (ხშირი ტრავმები) კარგად უნდ დააკვირდნენ დემბელე 2 არ გაგვეჩითოს მარტო ყიდვა ხო არაა.400 ლიმონი ეგრე გვაქ გაქნეული კოუ გრიზნანი დემბელე.3 ვე თავიანთი გუნდუს ლიდერები იყვნენ და რაც დაემართად კი ვხედავთ.ვლაჰოვიჩი როგორ გაუშვეს ხელიდან.
ZIDANEE ბარსელონას ერა არ დასრულებულა ბარსელონა თავიდან იბადება და იბადება არა უძლიერესი მაგრამ იმდენი ძალა გვაქ რო მადრიდის რეალი ჩამოვაწვათ რეძინის ჯოხს ბარსა 2015 კიარ ბრწყინავდა მარტო 5-1,3-0 რო გაკივლათ მაშინ იყო რეალს არ ქონია კრიზისი თუ რა შენ ამას ვერ ნახავ მაგრამ იმედია შეემოხვალ ამმ საიტზე და ობა ტრაორ ტორესი ისეთი დონეა რომ დედაშენს დირკას გაუწითლებენ და შე@@ცი მთელის ბარსელონას ფანის სახელით შე დედაშენის ავჩრკავ და მამაშენნის მწო@@ლო
🚨 ერლინგ ჰოლანდი update 👇
🔹 დორტმუნდი – BVB ფეხბურთელს ახალი კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა ნორვეგიელი ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებს 🙅🏻♂️🟡
🔹 მან. სიტი – მთავარი ფავორიტი! ინგლისელები რაიოლასთან მოლაპარაკებებს თითქმის 1 წელია აწარმოებენ 🔵
🔹 რეალ მადრიდი – სამეფო კლუბი ფეხბურთელს კონტრაქტს 2023 წლისთვის სთავაზობს. მათი გეგმა: 2022 წლის ზაფხულში მბაპეს დამატება, შემდეგ სეზონში კი ერლინგის ყიდვა, თუმცა ეს მარტივი არ იქნება, რადგან ფეხბურთელის ტრანსფერი ამ ზაფხულშივეა მოსალოდნელი 🔜
🔹 ბარსელონა – ლაპორტას #1 სამიზნე ჰოლანდია, თუმცა ფინანსურად ეს ტრანსფერი კლუბისთვის მარტივი განსახორციელებელი არ იქნება 💰
🔹 პსჟ, ბაიერნი – მათი ინტერესი ჯერჯერობით მხოლოდ ინტერესად რჩება, თუმცა მბაპეს და ლევანდოვსკის შესაძლო შემცვლელად, გუნდები სწორედ ჰოლანდს განიხილავენ 🔥
ჰალანდი თუ არა ვინ ??? უკეთესი კიარა მიახლოებული ფორვარდიც კი არაა ბაზარზე, გრიმალდო კარგია გაიას მე პირადად ბევრად მირჩევნია, ასპი და კრისტენსენი თუ მოვა ყველა პრობლემა გადაიჭრება ..
მომკალით და არ მინდა ჰოლანდის გადმოსვლა,ძაან ტრამვიანია😑