workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟორდი კრუიფი: ვიმედოვნებ, დემბელეს აღარ დაუსტვენენ

ჟორდი კრუიფი: ვიმედოვნებ, დემბელეს აღარ დაუსტვენენ

“ბარსელონას” პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას მრჩეველმა ჟორდი კრუიფმა “ნაპოლისთან” გამართული მატჩის შემდეგ მედიასთან ფანების მხრიდან უსმან დემბელეს მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა:

ყველა ფეხბურთელს, ვინც გუნდის მაისურს ატარებს, პირველიდან ბოლო დღემდე პატივი უნდა სცეთ. ზოგჯერ რაღაცები ისე არ ხდება, როგორც გსურს, დემბელემ კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, მაგრამ მწვრთნელი მას იყენებს და უსმანს თამაშისას მას უნდა ვუქომაგოთ.
პუბლიკის მესმის, მაგრამ ვიმედოვნებ, დემბელეს აღარ დაუსტვენენ, ასე ჩვენ 10 12-ის წინააღმდეგ ვთამაშობთ. საკუთარ ფეხბურთელებს მხარი უნდა დავუჭიროთ.

ფრანგი თავდამსხმელი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და ბურთის მიღებისთანავე ობსტრუქციის ობიექტი ხდებოდა. მიზეზი, ცხადია, ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარის თქმაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 18 თებ 2022, 18:19

    ცოტაც და აღარ დაუსტვენენ. ხო აუვსეთ ჯიბეები და ხო დაგიკიდათ. მთელი წელია ვხედავ და ვიძახი დროზე ან გაუგრძელეთ ან გაყიდეთ თქო და ამათი "მოლაპარაკებები მიდის" უკვე გულზე მხეთქავს

  • sophie-gaucho
    schedule 18 თებ 2022, 09:16

    რო უსტვენდნენ მაშინ უფრო მოტივირებული ჩანდა, რო შეწყვიტეს ესეც გაჩერდა თითქოს 🤣 ხშირად უსტვინონ 😁 პ.ს ღირსია ნამდვილად, ეს ხამი

  • njanka1977
    schedule 18 თებ 2022, 02:22

    უპატიებელი საქციელი არ უნდა ეპატიოს არავის. ნა ჰუი… ისევე როგორც ნეიმარი, არასდროს უნდა გაჭაჭანდეს ბარსაში. უნდა იცოდეს ყველა მოთაშემ… მიდიხარ შენით?! ვეღარასდროს დაბრუნდები მეორედ! ვე ღა რას დროს!

  • EL MAESTRO 6
    schedule 18 თებ 2022, 01:01

    რაც არ უბდა მეზიზღებოდეს დემბელე სტვენა მაინც არაა ჭკვიანური, ტიპი ჩვენს გუნდში თამაშობს და შეტევას უნდა დაეხმაროს, ისედაც დაბნეულია და ვერაფერს შვება და სტვენის ფონზე მთლად დასლევდება, იმსახურებს სტვენას მაგრამ ამით ჩვენს გუნდს ვაზარალებთ, მოედანზეა და თან ისეთ სიტუაციაში სადაც გვჭირდებოდა გოლის გატანა

  • cruyff9
    schedule 18 თებ 2022, 00:49

    არასდროს მეშლებოდა ფეხბურთელის ერთი ნახვით შეფასება რა ბაგაჟისაა,,,ფრენკიზე აქ ხალხს იმედები რომ ჰქონდა ხოლმე ვღადაობდი უნიჭოა თქო ვინ იჯერებდა))))))ფერან ტორესი ფინიშს დახვეწავს და ამ ფორმაციის ბარსაში გამოსადეგია კი ბატონო მარა ზოგადად არაა ბარსას დონე,,,ამ ფორმაციის ბარსადან დიდ წარმატებას მხოლოდ პედრი და გავი მიახწევენ,,,სხვა ყველა წავა მომავალში

  • rivaldo80
    schedule 18 თებ 2022, 00:46

    ციტატა: Memphis Depay
    აუ რა მოტ.ეს ტვინი ბლინ, მესი და რონალდოც მაზავენ ბურთებს და რა რო? ნეიმარი არ გახსოვთ პირველ სეზონში რეებს შვრებოდა? მე-4 მატჩს ატარებს კაცი, რახან დღეს ბურთები ვერ გაიტანა ავდგეთ გავყიდოთ? რა უაზრობებს წერთ.


    ვინც მწარედ აკრიტიკებს ვაკვრიდები უმეტესობამ არ იცის ფეხბურთი 😂😂😂😂

  • gecheche
    schedule 18 თებ 2022, 00:44

    Memphis Depay,
    რა გაყიდვა ჩვეულებრივი ძირითადის კაცია სისტემაში რო კარგად ჯდება ეგეთი მოთამაშეა დრო უნდა მაგასაც და იტყვის თავის სიტყვას

  • Memphis Depay
    schedule 18 თებ 2022, 00:41

    აუ რა მოტ.ეს ტვინი ბლინ, მესი და რონალდოც მაზავენ ბურთებს და რა რო? ნეიმარი არ გახსოვთ პირველ სეზონში რეებს შვრებოდა? მე-4 მატჩს ატარებს კაცი, რახან დღეს ბურთები ვერ გაიტანა ავდგეთ გავყიდოთ? რა უაზრობებს წერთ.