workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა-ნაპოლი – შემადგენლობა და პროგნოზი ქართველი გულშემატკივრების ვერსიით

ბარსა-ნაპოლი – შემადგენლობა და პროგნოზი ქართველი გულშემატკივრების ვერსიით

ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.

დღევანდელ გამოკითხვაში მომხმარებლების 89%-მა უპირატესობა 4-3-3 წყობას მიანიჭა.

გულშემატკივრებმა ერთხმად აირჩიეს ტერ შტეგენი (98%), პიკე (100%), ალბა (99%) და ადამა ტრაორე (97%). შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა, 53% ისევ სერხიო ბუსკეტსმა მიიღო.

გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “ნაპოლისთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:

ტერ შტეგენი – დესტი, პიკე, გარსია, ალბა – ბუსკეტსი, გავი, პედრი – ტორესი, ობამეიანგი, ტრაორე.

რაც შეეხება პროგნოზს – მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” ანგარიშით 2-1 მოიგებს.

თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 18 თებ 2022, 18:46

    შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა, 53% ისევ სერჟიო ბუსკეტსმა მიიღო.
    რას ერჩით, გაითვალისწინა ჩავიმ ჩვენი აზრი.

  • Fc Barca Batumi
    schedule 17 თებ 2022, 21:39

    ციტატა: azulgerana
    ალბას 99 მოთხოვნა აქვს და იმ სასტავის არ მესმის ვისაც ალბას მოშორება უნდა


    მტრები გვყავს, მტრებიიი!!

  • azulgerana
    schedule 17 თებ 2022, 21:24

    ალბას 99 მოთხოვნა აქვს და იმ სასტავის არ მესმის ვისაც ალბას მოშორება უნდა

  • Georgebina
    schedule 17 თებ 2022, 20:30

    შემადგენლობაც და ანგარიშიც ზუსტად ეგ მქონდა :დ

    ციტატა: Pirat❤️💙
    გარსიას ხმა რაპონტში მიეცით🤦🏻‍♂️


    ან ეგ იყო ან მინგესა. მინგესა უფრო საშინელებაა ვიდრე გარსია. ამ შემთხვევაში ის უნდა აგერჩია ვინც ნაკლებად საშინელი იყო…

  • shu1987
    schedule 17 თებ 2022, 20:14

    გარსიაზე უკეთესია მინგესა??? გარსიას გარდა მცველი არაა გუნდში და სხვა რა გზაა აბა ?? ისე ძაან გაუჭირდებათ, ნაპოლი ბარსამდე კარგ ფორმაში შევიდა არადა ცოტა ხნის წინ გაცილებით ცუდ ფორმაში იყო… ჩემი პროგნოზია რომ ესპანიოლის შემდეგ გუნდი მოახდენს რეაბილიტაციას და ატლეტიკო განმეორდება…

  • EL MAESTRO 6
    schedule 17 თებ 2022, 19:39

    ისე საინტერესო იქნება
    შტეგენი
    მინგეზა-პიკე-ალბა
    პედრი-ნიკო-ფრენკი-გავი
    ტრაორე- ტორესი-ობამა

    ალბა შეტევებში ჩაერთვება და დე-იონგი უკნიდან დააზღვევს, ანუ მცველად დადგება რადგან ალბა დაცვაში ჩამოსვლას ვერ აწრებს ხოლმე

  • Fc Barca Batumi
    schedule 17 თებ 2022, 19:33

    Pirat❤️💙,

    ციტატა: Pirat❤️💙
    გარსიას ხმა რაპონტში მიეცით🤦🏻‍♂️


    მეც მაგ აზრის ვარ, გარსია ღმერთმა არ ქნას , მარა ვშიშობ დაგვღუპავს
    მე ეს წყობა ვიფიქრე:
    შტეგო
    მინგესა-პიკე-ალბა
    დესტი-ნიკო-ფრენკი-პედრი-გავი
    ტრაორე-ობამა
    —————–
    ან
    შტეგო
    მინგესა-პიკე-ალბა
    დესტი-ფრენკი-პედრი-გავი
    ტრაორე-ლუკი-ობამა

  • Pirat❤️💙
    schedule 17 თებ 2022, 18:46

    გარსიას ხმა რაპონტში მიეცით🤦🏻‍♂️