დღეს, ევროპა ლიგის 1/16-ფინალში, “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “ნაპოლის” უმასპინძლებს.
აღნიშნული მატჩისათვის ჩავი ერნანდესი კატალონიელთა სასტარტო თერთმეტეულს ასახელებს:
4-3-3 | ტერ შტეგენი; მინგესა, გარსია, პიკე, ალბა; ნიკო, ფ. დე იონგი, პედრი; ტრაორე, ობამეიანგი, ტორესი.
Barça XI#BarçaNapoli pic.twitter.com/bNJGPxo6Ok
— FC Barcelona (@FCBarcelona) February 17, 2022
“ლურჯ-ბროწეულისფერებს” იტალიურ კლუბთან მატჩში, სხვადასხვა მიზეზებით, ალვესი, არაუხო, ბალდე, დეპაი, ფატი, ლანგლე, რობერტო და უმტიტი დააკლდებათ.
შეხვედრის სტარტს თბილისის დროით 21:45 საათზე აიღებს, მის პირდაპირ რეპორტაჟს კი სილქ უნივერსალი და აჭარასპორტ 1 წარმოგიდგენთ.




ტორესიც და შტეგენიც.
ზუსტად დავსვი შემადგენლობა
აუ ამ ტორესს ისედაც 4 თვე არ ჰქონდა ნათამაშები მგონი, მერე თან ახალ გუნდშია და სულ 90 წუთი რატო ათამაშებენ? დასვენება უნდა ამასაც, ისევე როგორც ბუსჯეცსს, გადაიწვებიან ეგეთი ტემპით
ვისკა ბარსა!!! ველოდი ამ შემადგენლობას💙❤️
ამ მატჩის მერე, ტორესი უნდა დაასვენოს ჩემი აზრით, ახალ დაბრუნებულზე ბევრს თამაშობს მაგრამ დღეს გუნდს უნდა დაეხმაროს და დუბლის მოლოდინში ვარ მე პირადად. წინ ბარსა
კაი შემადგენლობაა მაგრამ ამ მკვდარ სულ ფერანს უტვინო დემბელე ჯობდა, გამქცევია და ამწვავებს
ოპაა კაია ფერანის ძირითადში ყოფნა. მე მაგრად მომწონს ეგ ბიჭი
ფერანმა რაც წინაზე დააკლო დღეს უნდა აინაზღაუროს თუარადა ძაან დიდი დარტყმა იქნება ფსიქოლოგიურად, ისე სკამზე დაესვა ჯობდა და მერე შემოეყვანა თავიდანვე სჯობდა შეეტია დემბელეს მაინც ათამაშებს და დაეყენებინა ობამასთან და ადამასთან ერთად. თუმცა ჩემი დასაწუნი რა ჭირს ჩავიმ უკეთ იცის რა ჭირდება მოსაგებად. ვისკა ბარსა 🇺🇦🇺🇦🇺🇦
ოპაა ეგრეც ვიცოდი
დაა, მოლოდინები იცოცხლე იყო, მაგრამ. კარში დამიზნება უნდა ისწავლონ.