workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა – ნაპოლი | ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა

ბარსელონა – ნაპოლი | ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა

ხვალ, თბილისის დროით 21:45 საათზე “ბარსელონა” შინ “ნაპოლის” დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ლიგა ევროპის რანგით მეორე ტურნირია, “ბლაუგრანას” ის არასდროს მოუგია და მიმდინარე სეზონში ამის კარგი შესაძლებლობა ექნება.

კატალონიელები პირველივე ეტაპზე საკმაოდ რთულ მეტოქეს დაუპირისპირდებიან. გადავხედოთ, როგორი სტატისტიკა აქვს “ბარსას” ნეაპოლური გუნდის წინააღმდეგ.

“ბარსელონა” და “ნაპოლი” ოფიციალურ შეხვედრებში ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ დაუპირისპირდნენ. 2019/20 წლების სეზონში გუნდები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გადაიკვეთნენ. პირველი მატჩი თებერვალში იტალიაში გაიმართა და ფრედ 1-1 დასრულდა. კორონავირუსის პანდემიის გამო კი გუნდებს განმეორებით შეხვედრამდე ლოდინმა აგვისტომდე მოუწიათ. საბოლოოდ “კამპ ნოუს” ცარიელი ტრიბუნების ფონზე “ბარსამ” “ნაპოლი” 3-1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

მანამდე კლუბები ამხანაგურ შეხვედრებში 5-ჯერ გადაიკვეთნენ და “ბლაუგრანამ” მხოლოდ ერთი მატჩი დათმო.

25-05-1978. “ნაპოლი” 1-1 “ბარსელონა”
22-08-2011. “ბარსელონა” 5-0 “ნაპოლი”
06-08-2014. “ბარსელონა” 0-1 “ნაპოლი”
07-08-2019. “ბარსელონა” 2-1 “ნაპოლი”
10-08-2019. “ბარსელონა” 4-0 “ნაპოლი”

“ბარსელონას” იტალიური კლუბების წინააღმდეგ ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს და იმედია, შედეგი ხვალ გაუმჯობესდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nikusha
    schedule 17 თებ 2022, 20:20

    2-1 და 4-0 შეხვედრაში ვალვერდემ მაგრად შეჭამა ნაპოლი. ძაან ლაღი იგრა იყო 4-0

  • nika 54
    schedule 17 თებ 2022, 16:56

    ნუ სტატისტიკურად უფრო ძლიერები ვართ, გავდივართ დალშე.

  • EL MAESTRO 6
    schedule 16 თებ 2022, 20:32

    აი ვუყურებ სერია ა ს და ტემპი მაკვირვებს, პრემიერ ლიგაშიც არაა ეგეთი სწრაფი ტემპ მაგრამ მანდ მთავრდება ყველაფერი, კლასი არააქვს და ის აკლია სერია ა ს რაც ადრე ჰქონდა და სანახავად ძაან მოსაბეზრებელია, მითუმატეს გრანდების თამაში სულ 0-0 ნთავრდება და შემაღონებელია, პროსტა ბურთი დავიჭიროთ , და ჩვენი თამაში ვითამაშოთ, ნაპოლია კადიზივით არ ჩადგება და ესეიგი ორმხრივი შეტევები და ორმხრივი გოლები იქნება, ასე რომ მაინც ყველაფრისდა მიუხედავად მჯერა რომ იბრძოლებს ბარსა და შინ არ შერცხვება, აი იტალიაში კი უკვე არაუხოც გვეყოლება და არ უნდა განმეორდეს ვალვერდეს მოერე თამაშების წყევლა