workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ ლა ლიგის რეკორდი დაამყარა

ბარსელონამ ლა ლიგის რეკორდი დაამყარა

OptaJose-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” ლა ლიგაში “ესპანიოლთან” ზედიზედ 24 მატჩია, არ აგებს – ამ შეხვედრებიდან კატალონიელებმა 18 მოიგეს, 6 კი ფრედ დაასრულეს.

წყაროს ცნობით, ეს შედეგი პრიმერა დივიზიონის ნებისმიერი დერბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. წინა რეკორდი მადრიდის “რეალს” (“ბლაუგრანასთან” ერთად) ეკუთვნოდა, რომელიც, 2000 წლიდან 2013 წლამდე, “ატლეტიკოსთან” ზედიზედ 23 მატჩი არ აგებდა. გუშინ “ბარსამ” სწორედ ეს მაჩვენებელი გააუმჯობესა.

ამასთან, Sport-ის თანახმად, ზედიზედ 24-მატჩიანი მოუგებელი სერია ესპანეთის ჩემპიონატში “ესპანიოლის” ყველაზე უარესი შედეგია, რომელიც მას რომელიმე გუნდის წინააღმდეგ დაუფიქსირებია. “ესპანიოლმა” “ბარსელონასთან” ბოლოს 2009 წელს, “კამპ ნოუზე” 2-1 მოიგო. 

გუშინ “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” თანაქალაქელთან გამართული შეხვედრა ფრედ, 2-2 დაასრულეს. “ბარსას” მხრიდან თავის გამოჩენა პედრი გონსალესმა და ლუკ დე იონგმა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ პედრიმ გოლის გატანა 74 წამში შეძლო, რაც ბარსელონური დერბის ისტორიაში, გარი ლინეკერის (1988 წელს ინგლისელმა მეტოქის კარი მე-11 წამზე აიღო) მიერ გატანილი ბურთის შემდეგ, საუკეთესო მაჩვენებელია. ამასთან, დე იონგის გოლი, რომელიც მან 95:41 წუთზე გაიტანა, “ბარსასთვის” ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე გვიან გატანილი გოლია, რომლითაც გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 15 თებ 2022, 13:13

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    მაინც რა დიდ გულზე არიან, არადა ბოლოს როდის მოგვიგეს ისიც კი არ ახსოვთ🤣🤣


    ის პატარა რა დიდ გულზე იყო, პიკეს რო ძლივს მიწვდა თავამდე. ერთი რო შემოეკრა პიკეს ხო ასაკრეფი გახდებოდა.

  • me da barca
    schedule 14 თებ 2022, 23:08

    პირადად ბარსამ არ გამოუწერა შარშანწინ ამ პუტანებს ლა ლიგა 2-ის საგზური? იმედია კიდევ გამოუწერს და დარჩებიან მანდ 7-8 წელი.

  • azulgerana
    schedule 14 თებ 2022, 22:26

    უნიკალური რეკორდი დამყარდა

    fearful

    არა და შარშან უკვე მეზიზღებოდა ამ უაზრო რეკორდების წაკითხვა. ეხლა ანტი რეკორდების დროა

  • EL MAESTRO 6
    schedule 14 თებ 2022, 21:39

    მაინც რა დიდ გულზე არიან, არადა ბოლოს როდის მოგვიგეს ისიც კი არ ახსოვთ🤣🤣