დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე, “ბარსელონა” კატალონიურ დერბიში “ესპანიოლს” დაუპირისპირდება.
ჩავი ერნანდესი აღნიშნული მატჩისათვის “ლურჯ-ბროწეულისფერთა” განაცხადს ასახელებს:
ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, არაუხო, ბუსკეტსი, პუჩი, დემბელე, ტრაორე, ბრეითუეიტი, ნეტუ, ნიკო, პედრი, ლ. დე იონგი, ალბა, ტორესი, ფ. დე იონგი, მინგესა, გარსია, ობამეიანგი, ჟუტგლა, გავი, ეზალზული, ტენასი.
𝐒𝐐𝐔𝐀𝐃 𝐋𝐈𝐒𝐓#EspanyolBarça pic.twitter.com/rGHJC0YXH3
— FC Barcelona (@FCBarcelona) February 13, 2022
აღსანიშნავია, რომ, ტრავმის მოშუშების შემდეგ, გუნდს ერიკ გარსია უბრუნდება. ამასთან, განაცხადში მოხვდნენ აბდე ეზალზული და ფერან ჟუტგლა, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მათ “ბარსა ბ-ს” რიგებში “ლინარესის” წინააღმდეგ ითამაშეს.




შენ რა ჩაიხვიე
რაც მთავარია დემბუზა გვყავს, იმედია ისე დალეწავენ ზაფხულამდე რო ვერ მორჩეს.