workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლა მასიაში ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი – ინტერვიუ ადამა ტრაორესთან

ლა მასიაში ფეხბურთელად ჩამოვყალიბდი – ინტერვიუ ადამა ტრაორესთან

“ბარსელონაში” დაბრუნებულმა ფეხბურთელმა, ადამა ტრაორემ Barca TV-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მრავალ საინტერესო საკითხზე ისაუბრა:

“ბარსაში” დაბრუნება

სახლში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. აქ გატარებული დროიდან ტკბილი მოგონებები და დიდი გამოცდილება დამრჩა. მე ამ ქალაქში დავიბადე და ეს კლუბი ყოველთვის მიყვარდა.

მე ყოველთვის ვიცოდი, რომ დაბრუნება მსურდა, მაგრამ ზოგჯერ გზები შორდება. მთავარი ისაა, რომ მიზანი მკაფიო იყო და ახლა აქ ვარ, რაც ყოველთვის ძალიან მინდოდა.

გუნდი

თანდათან ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება და მე ვაპირებ, რომ ამაში საკუთარი წვლილი შევიტანო. ჩვენ უფრო გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს, თუმცა ვიმედოვნებ, ახალგაზრდებს რჩევას მივცემ, მე რამდენიმე დიდ ფეხბურთელთან მითამაშია.

მოგონებები ლა მასიადან

აქ თამაშიდან ბევრი მოგონება დამრჩა. სავარჯიშო სესიები, თანაგუნდელები, სწავლა… ძალიან ბევრი სასიამოვნო მომენტი. ჯერ შანსი არ მქონია, თუმცა ახალგაზრდულ გუნდებისა და “ლა მასიას” მონახულებას ვისურვებდი, მათ მალე ვესტუმრები.
“ლა მასიაში” ვისწავკე, ვჭამდი და დღის უდიდეს ნაწილს იქ ვატარებდი, ვარჯიშის შემდეგაც კი. ახლა აქ სწორედ ამიტომ ვარ.

ფეხბურთელად განვითარება

ახლა მომწიფებული ვარ. მე ინგლისური ფეხბურთიდან მაქვს გამოცდილება, მაგრამ კვლავ ვინახავ ყველაფერს, რაც “ბარსელონაში” ბავშვობაში ვისწავლე. ყველა ეს გამოცდილება დამეხმარა, ჩამოვყალიბებულიყავი, როგორც ფეხბურთელი.

თანაგუნდელები ადრე და ახლა

ბევრ ყოფილ თანაგუნდელთან შეხება ახლაც მაქვს. სამპერი, ბეგნაკი, კანიოსი, ბელერინი, მუნირი, დენისი… ჩვენ კვლავ ვურთიერთობთ და მათი ნახვა ყოველთვის სასიამოვნოა.
თანაგუნდელმა ეროვნული ნაკრებიდან, მაგალითად ბუსკეტსმა, ალამა, ანსუმ, მისასალმებელი მესიჯები გამომიგზავნეს და მითხრეს, რომ ჩემი დაბრუნებით ბედნიერები იყვნენ.

ჩავისთან ერთად ვარჯიში ახალგაზრდობისას

ჩავის ნახვა ჩემთვის ძალიან ბედნიერი მოგონებაა. ეს იმ დროისთვის უჩვეულო იყო, რადგან ახალგაზრდა გუნდები “მინი ესტადიზე” ვარჯიშობდნენ. ახლა კი, “სიუტატ ესპორტივაზე” ვარჯიშისას გზების გადაკვეთა უფრო ადვილია. ეს ჩემთვის ძალიან ბედნიერი მოგონებაა… პირველი გუნდის მოთამაშეების ნახვა, მათი მოსმენა და რჩევის მიღება. მინდოდა, იქ ვყოფილიყავი, სადაც ისინი იყვნენ, მომესმინა, მესწავლა ის, რასაც ისინი აკეთებდნენ, მიმეღო რჩევები, თუ როგორ მოვხვედრილიყავი პირველ გუნდში. ეს ჩემთვის დიდებული მომენტი იყო.

ბარსას ახალგაზრდულ გუნდებში გატარებული პერიოდი

არაფერს არ შევცვლიდი, ყოველ წელს რაღაც ახალს ვსწავლობდი, სკოლაში ყოველი წელი განსხვავებულია. ეს იყო შესანიშნავი გამოცდილება დიდებულ მწვრთნელებთან ერთად ნებისმიერ დონეზე. მათ ძალიან ბევრი მასწავლეს და აღმზარდეს, როგორც ფეხბურთელი.

ანეკდოტი 16 წლამდელთა გუნდზე

ეს ზუსტად ისე იყო, როგორც ფრანკ არტიგამ თქვა. შვეიცარიაში ტურნირზე ყოფნისას, როდესაც 16-წლამდელთა გუნდში პირველ სეზონს ვატარებდი, რესტორანში ვიყავით, მე კი აბაზანაში შევედი. გამოსვლისას ჩემი თანაგუნდელების საუბარი არ მესმოდა… ცოტათი ფრანგულად ვლაპარაკობდი და გუნდის შესახებ ვიკითხე, მათ კი მითხრეს, რომ მწვრთნელი წავიდა. მე ეს ფანჯრიდან დავინახე და მწვრთნელისკენ გავიქეცი, რომ შემეჩერებინა. მახსოვს, იმ მომენტში ფეხების კრუნჩხვა დამემართა. მთელი ღამე ასე ვიყავი. ეს მომენტი ყველას ახსოვს.

დებიუტი პირველ გუნდთან ერთად, 2013 წელს

ის დღე ჩემთვის, ჩემი ოჯახისა და მეგობრებისთვის ძალიან ბედნიერი იყო. მწვრთნელმა, ტატა მარტინიომ, მითხრა, რომ მშვიდად ვყოფილიყავი და ეს დაუჯერებელი გამოცდილება იყო. მე ნეიმარი შევცვალე, რომელსაც ყოველთვის ვაღმერთებდი. მოედანზე ასეთი დიდი ფეხბურთელების გვერდით ყოფნით ძალიან ბედნიერი ვიყავი, ეს დიდებული მოგონებაა. პირველი გოლი, რომელიც ესპანეთის თასზე “უესკას” კარში გავიტანე, განსაკუთრებული იყო.

ბარსაში ტრანსფერი

მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ყოველთვის ოჯახთან ერთად განვიხილავ, რომლებიც ნებისმიერ მომენტში ჩემს გვერდით არიან. თუმცა ამჯერად ეჭვი არაფერში მეპარებოდა, “ბარსა” ჩემი სახლია და დაბრუნება მსურდა, ჩემი ოჯახი კი ზურგს მიმაგრებდა. ეს იყო სწრაფი გადაწყვეტილება, როგორც კი დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ ზარი მივიღე. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 10 თებ 2022, 15:39

    ციტატა: Temo Devadze
    ჩავი ამისგან ისეთ ფეხბურთელს დააყენებს, რომ ყველას გაგვაკვირვებს ❤ მაგრად დაგვეხმარება ეს ბიჭი 💪❤


    რა თქმა უნდა დააყენებს, ჯერ ერთი ჩვენი გაზრდილია და მეორეც ყველაფერი უწყობდ ხელს. რაც მთავარია ჯანმრთელია და დემბელესავით არ ეგდება ლაზარეთში მუდმივად.

  • Temo Devadze
    schedule 09 თებ 2022, 21:35

    ჩავი ამისგან ისეთ ფეხბურთელს დააყენებს, რომ ყველას გაგვაკვირვებს ❤ მაგრად დაგვეხმარება ეს ბიჭი 💪❤