workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გავი და არაუხო ჩავის დაპირდნენ, რომ კონტრაქტს გაახანგრძლივებენ

გავი და არაუხო ჩავის დაპირდნენ, რომ კონტრაქტს გაახანგრძლივებენ

“ბარსელონა” ახალგაზრდა ფეხბურთელების, რონალდ არაუხოსა და გავის კონტრაქტების გახანგრძლივებაზე მუშაობს. კლუბს სურს, ისინი დიდი ხნით შეინარჩუნოს და სათანადოდ დააფასოს, რაც ანაზღაურებაში გამოიხატება.

ხავი მიგელის ინფორმაციით, შეთანხმებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. ჟურნალისტის ცნობით, გავი და არაუხო ჩავი ერნანდესს დაპირდნენ, რომ ხელშეკრულებას აუცილებლად გაახანგრძლივებენ. 

ხსენებული ფეხბურთელები “ბარსელონას” ლიდერებად ჩამოყალიბდნენ. ისინი ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრები არიან და თავს ბედნიერად გრძნობენ, ამიტომ საკუთარ მომავალს მხოლოდ კატალონიურ გრანდს უკავშირებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • Kurito18
    schedule 09 თებ 2022, 17:31

    La Pulga10,
    ეგ მეც მინდა. დე იონგის გაყიდვაზე თანახმა ვარ მაგათგამო.

  • nika 54
    schedule 08 თებ 2022, 22:32

    ნუ რახან შეპირდნენ მაშინ გაახანგრძლივებენ იასნია. ოღონდ ასე სიტყვიერად დემბელეც დიდი ხანი უმტკიცებდა ჩავის დარჩენა მინდა დედას გეფიცებიო. მაგრამ ამათგან იზმენა არ იქნება ხო გასაგებია.

  • davidus2020
    schedule 08 თებ 2022, 20:26

    ბარსას მომავალი არიან! ესენი სუპერვარსკვლავი უნდა გახდნენ! და საერთოდ როგორი ახალგაზრდები ბარსას ყავს ! ასეთი ვინმეს ყავს,ფატი,პედრო ,გავი, ნიკო,არაუხო, ტორესი, ტრაორე,იონგი! წარმოუდგენელია! ამათ ჩავი მწვრთნელი!

  • La Pulga10
    schedule 08 თებ 2022, 19:58

    გავი-ნიკო-პედრი მინდა ნახევარდაცვაში

  • EL MAESTRO 6
    schedule 08 თებ 2022, 18:42

    ამათ მერე ნიკოს კონტრაქტს მიხედონ აუცილებლად, ძაან კარგია ბურთს არ კარგავს, კარგ პასებს აკეთებს, კარგად დრიბლინგობს, ორთაბრძოლებში კარგია( ატლესთან 2 კაცს ერთდროულად მოუგო ორთაბრძოლა და შეტევა დაიწყო), დარტყმასაც არ ერიდება და კაი ბიჭია მოკლედ

  • NEYBarca
    schedule 08 თებ 2022, 18:28
    ფერანი ჰალანდი ადამა
    გავი პედრი ფრენკი ნიკო
    ლისანდრო კრისტენსენი არაუხო
    შტეგენი
  • gecheche
    schedule 08 თებ 2022, 18:15

    VanillaDream,
    პედრი თამაშის ტემპს აკონტროლებს ჩავის მსგავსად თამაშობს გავი ინიესტას სტილის უფროა გავი და პედრი სხვადასხვა სტილი ერთმანეთს იდეალუარხ შეავსებენ ცენტრში და პედრიზე რო ამბობ გაპიარებულიაო მაგრად უყურებ გეტყობა თამაშებს თორე მაგას არ იტყოდი მარტო გოლი და საგოლე გადაცემა რაა ფეხბურთის თამაში

  • xavi73
    schedule 08 თებ 2022, 17:55

    ნიკო არ დამიჩაგროთ,არავიზე ნაკლები ეგ არარი თან ფიზიკურად უძლიერესია ,ჯობს მაგ ბიჭსაც იგივე პირობები შესთავაზოთ და გული არ აუცრუონ თამაშზე