ფერან რევერტერი ბარსელონას Spotify-სთან შეთანხმების გამო ტოვებს

ფერან რევერტერი ბარსელონას Spotify-სთან შეთანხმების გამო ტოვებს

დღეს, “ბარსელონამ” დაადასტურა, რომ აღმასრულებელი დირექტორი, ფერან რევერტერი თანამდებობას ტოვებს. ოფიციალურ მიზეზად პირადი და ოჯახური მიზეზები სახელდება, თუმცა ესპანურ მედიაში სხვა ინფორმაცია ვრცელდება.

Sport-ის ცნობით, რევერტერი “ბარსელონასა” და Spotify-ს შეთანხმების წინააღმდეგი იყო, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაფორმდება. ფერანი მიიჩნევს, რომ მაისურზე წარწერის დატანა და სტადიონის სახელის უფლების მიყიდვა დიდი შეცდომაა, რადგან ეს დიდი თანხის დაკარგვას ნიშნავს. იგი თვლის, რომ Espai Barca-ს პროექტის სასპონსორო თანხა გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო. 

კატალონიური გამოცემის მტკიცებით, რევერტერი Spotify-სთან მოლაპარაკებებისას თავს იგნორირებულად თვლიდა. იგი Espai Barca-ს დაფინანსების მოსაპოვებლად შეთანხმების დასასრულებლად მაიამიში იმყოფებოდა, რა დროსაც “ბარსელონა” შვედურ კომპანიას გაურიგდა. 

Rac1-ის ჟურნალისტი, მარტა რამონი იტყობინება, რომ რევერტერი ჟოან ლაპორტას მიერ კლუბის შიგნით დაწესებული ძალაუფლების ბალანსით კმაყოფილი არ იყო. მას კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ კომპანიებთან შეთანხმება სურდა, ვინაიდან კატალონიელები უფრო მეტ თანხას მიიღებდნენ, თუმცა “ბარსას” პრეზიდენტი ამის მომხრე არ გახლდათ, რადგან კრიპტოკომპანიებთან გარიგებას სარისკოდ მიიჩნევდა. 

ხავი მიგელის ცნობით, გასახდელი ოთახი რევერტერის წასვლით გაკვირვებული იყო, ამის შესახებ არც ტექნიკურმა პერსონალმა იცოდა. როგორც ჩანს, მოვლენები მოულოდნელად განვითარდა.

საპირისპირო ინფორმაცია ESPN-ის ჟურნალისტმა, ჟორდი ბლანკომ გაავრცელა, რომლის ცნობითაც, წასვლის მიზეზი რევერტერსა და ჟოან ლაპორტას შორის არსებული ცუდი ურთიერთობა გახდა და Spotify-სთან შეთანხმება არაფერ შუაშია. თუმცა ესპანური მედიის უდიდესი ნაწილი მიზეზად სწორედ სპონსორთან დაკავშირებულ უთანხმოებას ასახელებს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • nika 54
    08 თებ 2022, 22:36

    ხოდა ვისაც ეხლანდელი ბარსას კურსი არ მოწონს წავიდეს.

  • Clever liar
    08 თებ 2022, 18:00

    კაცს ფაქტიურად საკომპესაციო მილიონები ამოაცალა ჯიბიდან ლაპორტამ და წავიდოდა კიარა როარ დანაღმა იქაურობა და ისე გაიქცა ვის უკვირს 😀

  • Albicelecte
    08 თებ 2022, 17:00

    აჰა, საღოლ ლაპორტა, შენი ბიტკოინები ერთ ადგილას იმასქენიო?!
    საეჭვო და არაგამჭვირვალე რეალმადრიდობებს რომ არ გაახარებს, მაგიტომ მაქვს მაგისი იმედი barca-6