workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რიკი პუჩის მომავალი ზაფხულში გადაწყდება

რიკი პუჩის მომავალი ზაფხულში გადაწყდება

“ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელი, რიკი პუჩი ვერც ჩავი ერნანდესის ნდობის მოპოვებას ახერხებს. იგი მწვრთნელისთვის ნახევარდაცვაში უკანასკნელი არჩევანია და დროის უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებს. 

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსაში” თვლიან, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველის ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, ამიტომ მისი მომავალი ზაფხულში გადაწყდება.

პუჩს ევროპული კლუბებიდან არაერთი შემოთავაზება აქვს და, როგორც წყარო იტყობინება, მისი მომავალი სწორედ ერთ-ერთ მათგანს დაუკავშირდება. 

კატალონიელები 23 წლის შუახაზელის იჯარით გაშვებას გასულ სეზონებშიც ცდილობდნენ, თუმცა ესპანელს სჯეროდა, რომ საკუთარ შესაძლებლობებს “ბარსელონაში” დაამტკიცებდა, რაც, როგორც ვხედავთ, არ მოხდა და არც უახლოეს მომავალში შეიცვლება რამე. შესაბამისად, სხვა კლუბში გადასვლა და რეგულარული სათამაშო დროის მიღება ორივე მხარის ინტერესებშია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • Davita
    schedule 08 თებ 2022, 23:17

    ეს 16 წლამდელებშიც ვერ გაქაჩავს რა ბარსა ხოარღადაობთ

  • nika 54
    schedule 08 თებ 2022, 22:38

    ეხლა ამას გაუშვებენ და ჩვენთან დაიწყებს გოლების შეყრას. იჯარით გაუშვან კულეა მაინც.

  • me da barca
    schedule 08 თებ 2022, 19:21

    ცარიელი კუნთებია რა…

  • xavi73
    schedule 08 თებ 2022, 17:18

    ნამდვილად ვერ განვითარდა და ჯობს სხვაგან წავიდეს

  • NEYBarca
    schedule 08 თებ 2022, 17:07

    Albicelecte,
    ბავშვი :დ

  • Albicelecte
    schedule 08 თებ 2022, 16:59

    გაყიდონ ეს ბავშვი, რაღას აწვალებენ

  • EL MAESTRO 6
    schedule 08 თებ 2022, 16:55

    შეიძლება ითქვას ნიჭი ჰქონდა მაგრამ ყველა ნიჭს განვითარება სჭირდება, ეს კი ვერცერთ ასპექტში ვერ გაიზარდა😒

  • FrankieVanJong
    schedule 08 თებ 2022, 16:22

    ეჰ პუჩი პუჩი, გადაყევი ფლეისთეიშენსს :დდ