38 წლისა და 276 დღის ასაკში დანი ალვესმა მადრიდის “ატლეტიკოს” კარის აღება შეძლო.
ამ შედეგით დანი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელსაც “ბარსელონას” შემადგენლობაში, ოფიციალურ შეხვედრაში, გოლი აქვს გატანილი, იტყობინება MisterChip. აქამდე, ამ რეკორდის მფლობელი ჟოან სეგარა იყო, რომელმაც 1964 წლის 25 აპრილს, 36 წლისა და 163 დღის ასაკში, “ბეტისს” გაუტანა.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გუშინ გოლის ავტორი 17 წლის გავიც გახდა. ეს არის პირველი შემთხვევა ლა ლიგის ისტორიაში, როდესაც ერთ მატჩში გოლები 18 წელს მიუღწეველმა და 38 წელს გადაცილებულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.
“კამპ ნოუზე” დაბრუნების შემდეგ, დანი ალვესმა კომენტარი გააკეთა.
მეგრელაძე და სვანაძე (დინამო), ასაკით კარგად განსხვავდებოდნენ, მაგრამ ერთად იყვნენ, თუ არა ვცდები შვედეთის რომელიღაც გუნდში!
კი მერაბ მეგრელაძე ჯერ ლანჩხუთში თამაშობდა მერე ქუთაისის ტორპედოში მეგრელაძე 44 ! წლამდე თამაშობდა
ქართველებს გვყავდა ასეთივე მაგარი მეგრელაძე, 40 წლამდე ისიც თამაშობდა. მალე კი თავისი შვილიც შეუერთდა მე მგონი ლანჩხუთის გურიაში თამაშობდნენ.
მაგარი კი დაარტყა ალიოშამ, ისე მართლა უცნაურია დანისა და გავის შორის 21 წლიანი განსხვავებაა😆