ჩვენ მომხმარებლებს საშუალებას ვაძლევთ შეაფასონ მატჩის მონაწილე ფეხბურთელები, ჩავი ერნანდესი და მთლიანად “ბარსელონა”.
ამისთვის უბრალოდ საჭიროა, რომ თქვენი პოზიცია ქვემოთ მოცემული ფორმით დააფიქსიროთ. 10-ბალიანი სისტემით მიანიჭეთ სასურველი ქულა ფეხბურთელებს, მწვრთნელსა და გუნდს.
თუ რომელიმე ფეხბურთელისთვის ქულის დაწერა გიჭირთ, შეგიძლიათ, გამოტოვოთ.
Loading…




პირველი ტაიმი იდეალური იყო. მეორე ტაიმში უნდა ასე გაეგრძელებინათ და საერთოდ დავმარხავდით ატლეტიკოს, ასე ალვესის უაზრობით მეტოქეს შანსი გავუჩინეთ. ეს გაკვეთილი იყოს არა მარტო ალვესისთვის.
როგომ მომნატრებია ასეთი თამაშები თურმე.
ძალიან მომეწონა თამაში და არც წითლის ნერე ჩაგვისვრია,
შტეგენზე არ ვიცი რა ვთქა მოსამატებელი აქვს და მჯერა მაგისი
ალვესი ძალიან მაგარი იყო მაგრამ წითელმა გაუფუჭა თამაში
არაუხო ცხოველია და არ უნდა დაკარგონ
დესტსაც არაუშავდა რომ შემოვიდა
პიკე კლასნი იყო
ალბას ყოჩაღ, მე რაც მაგას ვაკრიტიკებდი და გამოფხიზლდა
ბუსი შეცდომებსაც უშვებდა და მგონი დროა თანდათან გადაჯდეს
ნიკო ძაან კლასნი იყო
ფრენკიც ძალიან დაგვეხმარა , მითუმეტეს ბოლოში
პედრი ცოტა ამოვარდნილივით იყო მაგრამ.ისე არაუშავდა
გავი უკლასნესი ბიჭია
ადამას ყოჩაღ კარგი იყო
ობამა მაგრად შემოვიდა და მართლა ყოჩაღ რა მაგარი იყო, რა პასები, რა ტექნიკა, სისწრაფეც, ყოჩაღ ობამას
ტორესი ხო თითქოს არ ჩანდა მაგრამ ძაან ბევრს შრომობდა და საბოლოო ჯამში კარგი იყო
ჩავის ყოჩაღ, მაგრად მოამზადა გუნდი და წითლის მერეც არ ჩაუსვრია
ბარსას რაც შეეხება ძალიან კარგი თამაში გამოვიდა
ვისიამოვნე რასაც ქვია
დანის წითელი,რომ არ მიეღო იდეალური მატჩი იქნებოდა,მარა მაინც მაგრად გაასწორა.90 წუთი კეთილების ბრდღვნას ჯერ მაინც ვერ ვქაჩავთ.
ფეხბურთში ამ შეფასებებს დიდ ყურადღებას არასდროს ვაქცევდი 10 ქულა დავუწერე ყველას. მთავარია წლების მერე სრულყოფილად ვისიამოვნე ბარსას თამაშით
იდეალური თამაში ვაჩვენეთ, ძველი გრძნობა დაბრუნდა, ორმაგ კმაყოფილებას რომ განიცდი, შედეგითაც და სანახაობითაც რომ ამაყი ხარ
პ.ს უნდიანო მალენკო კატასტროფაა