workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გავი და ბარსელონა ვერ თანხმდებიან

გავი და ბარსელონა ვერ თანხმდებიან

რონალდ არაუხოს შემდეგ “ბარსელონას” პრობლემები კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით აქვს. საუბარი 17 წლის ნახევარმცველზე, გავიზეა.

Sport-ის ცნობით გავიმ და მისმა წარმომადგენლებმა “ბარსელონას” პირველი შეთავაზება დაიწუნეს, რისი მიზეზიც არადამაკმაყოფილებელი პირობებია.

გავის შემთხვევა არაუხოსას ჰგავს – ორივე ფეხბურთელს “ბარსელონაში” დარჩენა სურს, მაგრამ ისინი სათანადო დაფასებას ითხოვენ.

გავიმ, ისევე, როგორც არაუხომ, იცის, რომ პედრისა და ანსუ ფატის კლუბმა ცოტა ხნის წინ ხელფასი დაახლოებით 6 მილიონ ევრომდე გაუზარდა და ისინიც მსგავს პირობებს ითხოვენ, “ბარსელონას” კი სახელფასო ჭერის გამო პრობლემა აქვს.

Sport-ის ცნობით, მიუხედავად მოლაპარაკებების დროს წარმოქმნილი პრობლემისა, გავის “ბარსელონაში” დარჩენას საფრთხე არ ემუქრება, რადგან ფეხბურთელი მხოლოდ “ბლაუგრანაზე” ფიქრობს.

17 წლის გავის ამჟამინდელი კონტრაქტი “ბარსასთან” 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (16)

  • Muxber
    schedule 07 თებ 2022, 14:06

    გავის ეკუთნის მე ძაან მომწონს მებრძოლი ტეხნიკური და რავი მე ვერაფერი აქვს და რატო არა რო

  • nika 54
    schedule 06 თებ 2022, 22:29

    17 წლისას ასეთი მოთხოვნები არ უნდა ქონდეს, ამათ ეხლა ბარსას იქ დაბრუნება უნდათ სადაც ბართომეუმ ჩატეხა? ერთი სეზონი მაინც მოითმინონ, ეს რა სულსწრაფები გახდნენ 17 წლის ლაწირაკები. ფატიზე ხელფასის გაზრდა კი ნამდვილად სისულელე იყო. აცადე რა ერთი 6 თვე მაინც დააკვირდი რა გეჩქარება ამ ხელფასის გაზრდა. და საერთოდ თუ ვინმეს წასვლა უნდა გაუშვან, გამოსასყიდი ყველას აქვს მაგრამ მეეჭვება ვინმემ გადაიხადოს. ამ 17 წლისებს როგორც ფატიზე მახსოვს თამაშის "მეფედაც" კი არ ირჩევდნენ იმიტომ რო არასრულწლოვანი იყო და ლუდი არ ესმეოდა. საერთოდ ამ ბავშვებს მილიონამდე თვლა შეუძლიათ? ან სად უნდა წაიღონ ამდენი ფული. ითამაშე რა, ადი მესის დონეზე და 10 მაგდენს მოგცემენ თუ არადა წადი არ უნდა დატოვონ ძალით გუნდში მარტო იმიტომ რო ფული უნდათ ბევრი. ეს ჩემი აზრია და ნახეთ თუნდაც ბაიერნის ხელფასები და მერე მათ თამაშს უყურეთ, დავიჯერო ამათ უკვე გადაასწრეს იმათ თამაშით? მოუგონ ბაიერნს და მისცენ მათი დონის ხელფასები ეს იქნება სწორი.

  • CuleTillIDie
    schedule 06 თებ 2022, 17:40

    ფატი წელიწადში სამჯერ თამაშობს და ხელფასი 6 მილიონი თუ აქ, გავი ნამდვილად იმსახურებს

    Davita,
    100%

  • xavi73
    schedule 06 თებ 2022, 17:07

    ჯერ არაფერი დაუმტკიცებია და არც უნდა მოუმატონ არც ამას და არც ნიკოს, იმედია მაგ შეცდომას ლაპორტა არ დაუშვება მასე ფუჭდება ზუსტად ფეხბურთელი.

  • Davita
    schedule 06 თებ 2022, 17:06

    პედრი კიდეჯანდაბას მარა ფატიმ რა გააკეთა სამაგისოო რომ 6 მლ დაუნიშნეს? მხოლოდ ნიჭის გამო, 2 სეზონში 10 მატჩს რომ ატარებს? არაუხო თავდრაკს იხნავს და ამ დროს ლაზარეთში მოკოტრიალე ფატის 3 ჯერ მეტი ხელფასი აქვს . ლეური სახელფასო პოლიტიკა აქვთ. პედრი ფატისა და არაუხოს შორის ურუგვაელს უნდა ქონდეს ყველაზე მეტი და ნაკლები ფატის

  • me da barca
    schedule 06 თებ 2022, 16:53

    თუნდაც პედრიმ და ფატიმ რა დაიმსახურეს ისეთი, რომ 6 მილიონს უხდიან ამ კრიზისის ფონზე. ფატიმ ხომ საერთოდ ტრავმის მეტი რა გააკეთა ეგეთი. ტალანტი გერქვას არ ნიშნავს, რომ იმსახურებ. აი წამოყო ამანაც თავი, მეც მინდაო. არადა უფალს უნდა უმადლოდეს, რომ 17 წლის ღლაპი ძირითად გუნდშია. ერთს, რომ ზედმეტს გადაუხდი, მერე ეს იწვევს ქაოსს, დომინოს პრინციპით.
    არ ვიძახი, რომ არ დააფასონ, მაგრამ ზედმეტიც არ უნდა მისცე. ამ ასაკში, რომ 6 მილიონს გადაუხდი, შემდეგში მოუნდებათ 20-30. მე თუ მკითხავთ ძაან გადაიწუწეს ფეხბურთელებმა თავის აგენტებიანად, ზოგადად ყველას ეხება და რაღაცა ზღვარი უნდა დაწესდეს და ჩარჩოში ჩასვან, თორემ ფეხბურთელები კი არა გახდნენ ბიზნესმენები.

  • Wtf man1
    schedule 06 თებ 2022, 16:53

    ვინ გყყვავს გუნდში ვისაც ძალიან დიდი ხელფასი აქ. ერთი დემბელეა რა და ისიც წაეთრევა. უმტიტის საქმე მოაგვარეს. გრიზი და კოუ არ არიან ჩვენთან და იმედია ეგენიც წავლენ ზაფხულში და მისცენ ის 5 მილიონი ხელფასები ორივეს იმსახურებენ

  • RiquiPuig
    schedule 06 თებ 2022, 16:44

    ლოგიკურია რასაც ითხოვენ ეს ბიჭები. გასაგებია გუნდის სიყვარული და ყველაფერი, მაგრამ ბოლოს მაინც ფულთან მივდივართ და აქ ვინც აკომენტარებს და გუნდის სიყვარულზე ამახვილებთ ყურადღებას, მსგავს სიტუაციაში თქვენც ფულს მიანიჭებდით ყველაზე დიდ მნიშვნელობას. პედრის თუ აქვს 6 მილიონი და ფატის რომელიც 2 წელია საწოლში წევს, რატომ არ უნდა ქონდეს არაუხოს, რომელიც გუნდის ლიდერია აშკარად და გავის,რომელიც დღევანდელობის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტრიულ ნახევარმცველად ითვლება. ამათი კონტრაქტი დაიდოს, თორე უმტიტი,ლენგლე,სერხი რობერტო,პიკე,ალბა და ბუსკეტსი შერჩებათ ბოლოს.

  • NEYBarca
    schedule 06 თებ 2022, 16:23

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: NEYBarca

    ციტატა: XAVI 6-8

    ციტატა: NEYBarca
    ბაიერნი აგვახევს ამას.


    რომელ რიცხვში დადასტურდება?🙃


    როგორც ალკანტარამ მოხია ისე მოხევს ესეც😁


    ალკანტარამ ფულის გამო არ გაგქცეულა.. გაექცა ინიესტას ხავის პედროს და მოკლედ ყველას რადგან აზრზი არ ჰქონდა მის დარჩენას დალპებოდა სკამზე მხოლოდ როტაციები უშველიდა


    ეგებ გავის სიტუაციაშიც ფინანსური მხარე მიზეზია და ბაიერნის პროექტი უფრო ხიბლავს ვიდრე ჩვენი ? ან მართლა მიზერული ხელფასის შესთავაზებაშია მარტო პრობლემა და ბარსა სულით და გულით უყვარს. ასე გადაჭრით ვერაფერს იტყვი🙂მარა უფრო მეორე მგონია და იმედია სწორადაც 😀

  • Bojan Krkic
    schedule 06 თებ 2022, 16:23

    CHEPE,

    არასწორად გახსოვს ალბათ. ალკანტარას დაფასებაც საკმაოდ დიდი ჰქონდა, გულშემატკივრების სიყვარულიც და სათამაშო დროც. სულ თამაშობდა როცა ამის შესაძლებლობა იყო, მითუმეტეს ჩავის შემთხვევაში უკვე მოსალოდნელი იყო ნელ-ნელა სათადარიგო სკამისკენ გადანაცვლება ასაკის გამო, სანაკრებო დონეზეც ჰქონდა პრაქტიკა ჩავიესტას დროს. იმ დონეს ვეღარ დებდა უკვე ჩავიც და 2-3 წლიან პერსპექტივაში უნდა ჩაენაცვლებინა და ცენტრის ლიდერი უნდა გამხდარიყო . საერთო ჯამში, იმაზე გაცილებით დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, ვიდრე ითამაშა და მაინც ერთ-ერთი დაუფასებელი ფეხბურთელია. წასვლას რაც შეეხება, პეპ გვარდიოლას ფაქტორი იყო და არ ვამტყუნებ. გერმანული ფეხბურთის კულტურის შეცვლა სურდა ბაიერნში, ახალი გუნდის შენება და ტიაგოს ამ გუნდის ხერხემლად ყოფნა შეთავაზა, ვისზეც აეწყობოდა, ჩავი და ინიესტას ვერ წამოიყვანდა და ტიაგო იყო ერთადერთი ვარიანტი.

  • rivaldo80
    schedule 06 თებ 2022, 16:00

    აგენტები ღუპავენ ფეხბურთელებს და ცოტა ფთხილად იყვნენ ბავშვები რომ არა ეს კლუბი დღეს შეიზლება ფეხბურთელებიც არ ყოფილიყვნენ.ვისაც არ მოწონს მიბრძანდეს.წავიდა ეგ დრო ხალხი აქ ხელფასის გამო რომ გამორბოდა ერთი ბავარიაში მოიკითხეთ ახალგაზრდებს რამდენი აქვს ხელფასი.დღეს გუნდს უჭირს ყველას დაფასებს როცა გასწორდეაბ წელში.

  • NEYBarca
    schedule 06 თებ 2022, 15:54

    ციტატა: XAVI 6-8

    ციტატა: NEYBarca
    ბაიერნი აგვახევს ამას.


    რომელ რიცხვში დადასტურდება?🙃


    როგორც ალკანტარამ მოხია ისე მოხევს ესეც😁

  • Kun agüeroooo
    schedule 06 თებ 2022, 15:47

    მე ვფიქრობ რომ აქაც აგენტია თავი და თავი და ძაან არმომწონს ეს ამბავი

  • La Pulga10
    schedule 06 თებ 2022, 15:46

    ზოგჯერ რა მზეობას შეხვდები კომენტარებში კაცი.შანხაის გუანჟუო სთავაზობს წელიწადში 10 მილიონს,უეჭველი აგვახევენ.ეს ისეთი ბიჭები არ არიან,რომ ფულს გაეკიდონ,უბრალოდ კლუბმა უნდა სათანადო შეთავაზება გაუკეთოს და ეგაა.

  • XAVI 6-8
    schedule 06 თებ 2022, 15:38

    ციტატა: NEYBarca
    ბაიერნი აგვახევს ამას.


    რომელ რიცხვში დადასტურდება?🙃

  • NEYBarca
    schedule 06 თებ 2022, 15:31

    ბაიერნი აგვახევს ამას.