workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ატლეტიკოს ტრაორე-დემბელე-ტორესის ტრიოთი შეუტევს

ბარსელონა ატლეტიკოს ტრაორე-დემბელე-ტორესის ტრიოთი შეუტევს

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა უკვე იცის, თუ რომელი ტრიოთი შეუტევს მადრიდის “ატლეტიკოს” კარს ზეგ გასამართ შეხვედრაში.

6 თებერვალს ლა ლიგის 23-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს “ბარსელონა” და “ატლეტიკო” დაუპირისპირდებიან. კატალონიური და მადრიდული გუნდები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან, რაც კვირას გასამართ შეხვედრას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს.

გასული თვის განმავლობაში “ბარსელონაში” არაერთი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით ეს შეტევის ხაზზე ითქმის, “ბლაუგრანამ” ადამა ტრაორე, პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ფერან ტორესი დაიმატა. AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ცნობით, “ატლეტიკოსთან” გასამართ მატჩში “ბარსას” შემტევი ტრიოდან ორი წევრი ახალწვეული იქნება – ადამა ტრაორე და ფერან ტორესი. მესამე ადგილს უსმან დემბელე შეავსებს, რომელსაც, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ჩავი სეზონის ბოლომდე გამოიყენებს. რაც შეეხება ობამეიანგს – იგეგმება, რომ ის მოედანზე შეხვედრის მიმდინარეობისას შევა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 05 თებ 2022, 17:16

    გამოუშვას მაშინ დემბელე თავიდანვე და არ შეცვალოს სანამ სიმეონეს ვირები არ ალეწავენ, იმედია მოახერხებენ.

  • Fc Barca Batumi
    schedule 04 თებ 2022, 23:39

    კაით რააა, ძირითადშივე, თავიდანვე აკენწლეთ მადრიდელები, აი ასეთი სასტავი დააყენე:
    შტეგო
    დესტი-არაუხო-პიკე-ალბა
    გავი-ფრენკი-პედრი
    დემბელე-ტორესი-ობემიანგი
    და მერე რაც გინდა ჩავი ის ქენი

  • gecheche
    schedule 04 თებ 2022, 22:56

    არამგონია ძირითადში დააყენოს დემბელე თუ დაჭირდა მაშინ გამოიყვანს უკიდურეს შემთხვევაში მაქსიმუმ

  • Albicelecte
    schedule 04 თებ 2022, 20:19

    დემბელე და ჯანდაბა მაგას, მაგრამ რაღაც უნდა მაოხერხოს ჩავიმ, ის აბდე რად უინდა ან დეპაი? თუ კიდევ დამტვრეულია დეპაი? თუ გამოჯანმღთელდა მაშინ ფლანგზე აპახავებდი…

  • EL MAESTRO 6
    schedule 04 თებ 2022, 20:07

    Golden boy,
    ბილბაოსთან იმიტომ არ ათამაშეს რომ ეგონათ გაუშვებდნენ

    ციტატა: NEYBarca
    Dani Alves: “These kind of things happen in football, but as long as Dembélé is still at Barça, he has to defend the shirt. There are still five months left. We have to take advantage because he is here. We need unity in the group. We have to create a healthy environment of positivity, in which there are no negative vibes." სწორს ამბობს.


    100% მეც მაგას ვამბობ, დემბეკეს სკამზე დასმით თვითონ დემბელეს ვერაფერს დავაკლებთ და გუნდ კი დავაზარალებთ

  • Golden boy
    schedule 04 თებ 2022, 19:25

    თუ დემბელემ მაინც უნდა ითამაშოს, მაშინ დაეყენებინათ ბილბაოსთან თავი რატომ გაიგდეს, ბილბაო საკმაოდ ამოწეული იყო და ამის სისწრაფე გამოგვადგებოდა, ყველაფერი ამათ უნდა მოიგონონ🤦🤦🤷

  • ROUCH
    schedule 04 თებ 2022, 19:20

    უნდა არ უნდა მოუწევს დემბელეს დაყენება. ტრაორე მარჯვენაა ობამეანგი ცენტრი და ტორესიც უფრტო მარჯვენაა ასე რომ მარცხნივ დემბელეზე უკეთესი ვინ გინდა

  • NEYBarca
    schedule 04 თებ 2022, 18:55

    Dani Alves: “These kind of things happen in football, but as long as Dembélé is still at Barça, he has to defend the shirt. There are still five months left. We have to take advantage because he is here. We need unity in the group. We have to create a healthy environment of positivity, in which there are no negative vibes." სწორს ამბობს.