ცოტა ხნის წინ ჩავი ერნანდესმა ევროპა ლიგისთვის “ბარსელონას” განაცხადი დაასახელა, რომელშიც დანი ალვესი ვერ მოხვდა.
კატალონიის რადიოს ინფორმაციით, ჩავიმ ბრაზილიელი მარჯვენა მცველი განაცხადში მისი ასაკის გამო არ შეიყვანა – დანი უკვე 38 წლისაა და მწვრთნელი ფიქრობს, რომ მას კვირაში ორი შეხვედრის ჩატარება აღარ შეუძლია. თანაც, კლუბს მარჯვენა ფლანგზე სერჟინიო დესტი ჰყავს, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალება მიეცემა, ამავე პოზიციაზე კი ოსკარ მინგესასა და რონალდ არაუხოსაც უთამაშიათ.
წყაროს ცნობით, ერნანდესის მიზანი ალვესის ლა ლიგის მატჩებისთვის შემონახვაა, რათა ბრაზილიელი გუნდს ოთხეულში შესვლაში დაეხმაროს.
“ბარსას” ევროტურნირზე მხოლოდ 3 ახალწვეულის დარეგისტრირების უფლება ჰქონდა, შესაბამისად, ამ ადგილებს პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ფერან ტორესი და ადამა ტრაორე შეავსებენ, დანი ალვესი კი მთლიანად ესპანეთის ჩემპიონატზე კონცენტრირდება.




იმედია დანის არ გაუტყდება და სწორად შეაფასებს სიტუაციას.
ამაზე ხო თავიდანვე ითქვა, მერე რატომღაც აქ დაიწერა რო ობამეანგს არ დაარეგისტრირებდნენ, რაც უაზრობა იყო. იმიტომ რო თავდასხმაში გოლის გამტანი არ გვყავს და დაცვაში ალვესის ადგილზე 3-4 ფეხბურთელი მაინც მოგროვდება. დესტის გარდა მინგესაც გვყავს, არაუხოც და რობერტოც მალე დაბრუნდება.
მეწყინება ევროპა ლიგა რომ მოიგონ და დანი არ იყოს გუნდის ნაწილი
აფსოლიტურად სწორი გადაწყვეტილებაა
დენი, იმდენი "ტრაფეი" გაქვს მოგროვებული, მსოფლიოში ვერავინ დაგეწევა. კარგი იქნებოდა ესეც დაგემატებინა, მაგრამ ამ გადახახედიდან გამომდინარე ბარსა ფინალამდე მივა თუ არა კაცმა არ იცის. თუ რამის გამკეთებლები არიან უშენოთაც შეძლებენ და შენ "მამის ტოლა"კაცს არ გარბენინებენ მაგაზე, ისედაც ბევრი სარბენი გაქვს "სახლში"