workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრი წლის აღმოჩენის ჯილდოსთვის იბრძოლებს

პედრი წლის აღმოჩენის ჯილდოსთვის იბრძოლებს

“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველი, პედრი გონსალესი Laureus World Sports Awards-ზეა წარდგენილი.

იგი წლის აღმოჩენის ნომინაციაშია წარდგენილი. მასთან ერთად, ნომინირებულია კიდევ ერთი “ბარსელონელი”, იულიმარ როხასი, რომელიც 2021 წელს სამმაგ ხტომაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ნომინანტთა სრული ჩამონათვალი ასეთია: ნერაჯ ჩოპრა (მძლეოსნობა), დანილ მედვედევი (ჩოგბურთი), პედრი გონსალესი (ფეხბურთი), ემა რადუკანუ (ჩოგბურთი), იულიმარ როხასი (მძლეოსნობა), არიარნ ტიტმუსი (ცურვა).

შარშან, აღნიშნულ ჯილდოზე ანსუ ფატი იყო წარდგენილი, 2006-ში კი – ლიონელ მესი. Laureus-ი, ძირითადად, ინდივიდუალური სპორტის წარმომადგენლებს აჯილდოებს.

ასევე, “ბარსა ფემენი” წლის გუნდის ჯილდოზეა წარდგენილი, ალეშია პუტელიასი კი – წლის ქალის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nikusha
    schedule 05 თებ 2022, 13:31

    პედრიმ უნდა მოიგოს ან მედვედევმა ნუ იულიმარ როხასიც მოჟნა

  • me da barca
    schedule 02 თებ 2022, 18:23

    ისე მიდის პედრის საქმე, რომ მგონი ოსკარსაც მოიგებს.

  • nika 54
    schedule 02 თებ 2022, 15:26

    ეხლა ძალიანაც ნუ გადატვირთავენ ამას, დაჯილდოებებზე სიარულით. გავიგეთ რო საუკეთესოა, მაგრამ ცოტა ფეხბურთიც ათამაშეთ სულ ნუ გაგვივარსკვლავეთ. ეს ძალიან ცუდი ავადმყოფობაა და თავში არ აუვარდეს. საქმე პედრიტო საქმეეე….

  • shu1987
    schedule 02 თებ 2022, 15:15

    პედრი გასაგებია, თუმცა ფეხბურთელების გამო სხვა სპორტის სახეობებში იჩაგრებიან, აი მძლეოსნობა სპორტის და ზოგადად ოლიმპიზმის დედოფლადაა აღიარებული, როხასს უნდა გადასცენ ეს ჯილდო წესით, ოლიმპიადა მოიგო რეკორდი რეკორდზე დააფიქსირა…. ასევე ეს ახალგაზრდა გოგო ჩოგბურთიდან, მედვედევმა აღმოსაჩენი რა გააკეთა წლებია ერთ დონეზეა მაგაზე აღმოჩენა ის შუბის მსროლელია…. ავსტრალიელიც კარგი სპორტსვუმენია და მართლა აღმოჩენაა..

  • ROUCH
    schedule 02 თებ 2022, 14:56

    წლის ტრამვაც გადაეცით ბარემ საავადმყოფოდანა დაბრუნებული აღდგენით ვარჯიშზე რო აილეწა ახლიდან. კიდე შეილება ყველაზე ხამის წოდებაც ტიპმა თავი მოიკლა რამის დებილი მწვრთნელი არ გცვლის შენ მაინც თხოვე, ცოტა სხვამაც ითამაშოს მარა არა დაკვდა მოედანზე. იმდღეს კარგად შეიხვეწა გამიყვათო