“ბარსელონა” სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე ცენტრფორვარდის დამატებაზე მუშაობს. ალვარო მორატასთან შეთანხმება ფაქტობრივად გამოირიცხა, პიერ-ემერიკ ობამეიანგის მცირე დროში გაფორმება კი ძალიან რთული იქნება.
კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, “ბარსას” ხელმძღვანელების უახლესი ვერსია დიეგო კოსტას მოყვანაა. ვეტერანი ბრაზილიელ-ესპანელი ფეხბურთელი ბოლოს “ატლეტიკო მინეიროში” თამაშობდა, სადაც 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა, შემდეგ კი კონტრაქტი გაწყვიტა და ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს.
33 წლის თავდამსხმელის ლა ლიგაში დაბრუნება საკმაოდ რეალურია – “ბარსას” გარდა მას “ვალენსიასაც” უკავშირებენ. თუ კონფლიქტურ ხასიათსა და სხვა უარყოფით თვისებებს არ გავითვალისწინებთ, დიეგო ყველაზე გამოცდილი და წარმატებული ფეხბურთელია, რომლის დარეგისტრირება კლუბს დარჩენილ არასრულ ორ დღეში შეეძლება.
ვინც არ უნდა იყოს “ბარსელონას” სამიზნე, ტრანსფერი დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, დატოვებს თუ არა კლუბს უსმან დემბელე.




ესეიგი 33 წლის სუარესი მადრიდში გააგდეს ბებერიაო და ეს მოჰყავთ?
ერთი ეს მოვა ბარსაში და მეორე მე.
მოხუცთა თავშესაფარია ბლიად სულ გამოთაყვანდნენ …..ტყუილი მგონია ალემანი ეგეთ სისულელეებზე წამსვლელი კაცი არ ჩანს :))
გვეღადავებიანნ ??? არც ისეთი ცუდი მდგომარეობა არაა რომ ეს მოიყვანონ, მეზიზღება ტიპი. ან ამდენი ბებერის მოყვანას რა აზრი აქვს ახალგაზრდების განვითარებას დაატორმუზებენ.
ბალოტელი ნაკრებში დააბრუნეს თურმე.
ბარსელონაა თუ ნაგავსაყრელი ბლიაძ. ლაპორტა შენ ყველას შემორბინა უმტიტმა არაკაცო
ეს პრაიმში რომ იყო მაშინ არ იყო მოსაყვანი კაცი და ახლა რა ჯანდაბად გვინდა? ბარემ ბალოტელი დავიმატოთ😅😆😆😆, ახლა აღარც ფეხბურთელად ვარგა და ამისი უხეში ხასიათი საერთოდ ფარგლებს სცდება
კოშტა არა ოსკარი კიდე
აი ამის ნახვა ნაღადათ არმინდა ბარსაში და თუ მაინც დემბელს წასვლაზე ვართ დამოკიდებული მაშინ ობამიანგის ვარიანტი ბევრად ჯობია არაა ცუდი ფეხბურთელი თუ ფორმაშია