“ბარსელონას” სარეზერვო გუნდის მეკარემ, ინიაკი პენიამ, შესაძლოა იჯარით “გალათასარაიში” ითამაშოს. ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.
თურქულ კლუბს უჩვეულოდ ცუდი სეზონი აქვს – დედაქალაქელები ეროვნულ ჩემპიონატში 22 ტურის შემდეგ მე-14 პოზიციაზე არიან. არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო რამდენიმე დღის წინ “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. პოსტი დომენეკ ტორენმა დაიკავა და პენიათი დაინტერესებაც სწორედ ამას უკავშირდება: ტორენი “ბარსას” სამწვრთნელო შტაბის ყოფილი წევრია. ის კატალონიურ კლუბში, ისევე როგორც “ბაიერნსა” და “მანჩესტერ სიტიში”, პეპ გვარდიოლას თანაშემწე იყო.
22 წლის ინიაკი ოფიციალურად “ბარსა ბ-ში” ირიცხება. მიუხედავად იმისა, რომ პირველი გუნდის განაცხადში არაერთხელ მოხვედრილა, მისი ოფიციალური დებიუტი ჯერ არ შემდგარა.




მშვენიერია. ახალგაზრდებს მიეცემა გზა
ნეტუს ყიდიან და მეორე მეკარის ყიდვას ეს ათამაშონ. კოპას გარდა მაინც არსად ათამაშებენ მეორე მეკარეს და რავიცი.
არადა კაი ბიჭია, ნეტუ მოათრიეს არადა ეს ბევრად სჯობდა..
გული მწყდება რო ბარსა ბ მეკარეები ძაან იჩაგრებიან ბოლოს ვალდესსს მიეცა ნორმალური შანსი… ტყვილა რომ გვყავს მეორე მეკარეები ეს ბიჭები მაინც ამოწიონ და მეორე მეკარედ მაინც დააყენონ.
იჯარაში თუ გადაგვიხდიან მაინც რამეს.
იჯარით გაუშვან და თუ კარგად ითამაშა დაიბრუნონ