workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას გოგონებმა რეალი დაამარცხეს

ბარსელონას გოგონებმა რეალი დაამარცხეს

ცოტა ხნის წინ დასრულდა “ბარსელონას” და “რეალის” ქალთა გუნდს შორის ესპანეთის სუპერ თასის ეგიდით გამართული შეხვედრა, რომელშიც კატალონიელებმა მინიმალური სხვაობით, ანგარიშით, 1-0 იმარჯვეს.

“ბარსას” გოგონებმა “ელ კლასიკოს” მოგება ალექსია პუტელიასის ერთადერთი გოლის წყალობით შეძლეს – FIFA-ს საუკეთესო ქალმა ფეხბურთელმა მეტოქის კარის აღება მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

გადამწყვეტ მატჩში “ბარსას” მოწინააღმდეგე “ლევანტესა” და “ატლეტიკოს” შორის უძლიერესი იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • La Pulga10
    schedule 20 იან 2022, 11:09

    ციტატა: me da barca
    მომენტებს ვუყურე და ფაქტობრივად ცალკარას თამაშობდნენ როგორც ჩანს. ერთადერთი დარტყმა გვაჩვენეს რელის მხრიდან, ბარსასი კი იცოცხლე. ვიღაცა იტყვის 1:0 ძლივს მოიგესო, ისიც დამატებით დროშიო, მაგრამ სინამდვილეში კი ათრიეს ჩვარივით.


    ეგრე არ იყო პეპის დროსაც?მოიცა კაცებიც დაბრუნდებიან და იქნება კიდევ ხუთი და მეტი თითი.

  • me da barca
    schedule 20 იან 2022, 04:07

    მომენტებს ვუყურე და ფაქტობრივად ცალკარას თამაშობდნენ როგორც ჩანს. ერთადერთი დარტყმა გვაჩვენეს რელის მხრიდან, ბარსასი კი იცოცხლე. ვიღაცა იტყვის 1:0 ძლივს მოიგესო, ისიც დამატებით დროშიო, მაგრამ სინამდვილეში კი ათრიეს ჩვარივით.

  • ROUCH
    schedule 20 იან 2022, 03:54

    ციტატა: ნოდარ დავითაძე
    აბა კამპნოუზე უნდა ყოფილიყო


    ის ლიგაზე 30 მარტს იქნება

  • ნოდარ დავითაძე
    schedule 20 იან 2022, 03:41

    აბა კამპნოუზე უნდა ყოფილიყო

  • El pistolero 9
    schedule 20 იან 2022, 02:36

    არადა მეგონა გადაახევდნენ

  • Golden boy
    schedule 20 იან 2022, 00:56

    აბა კაცების მსგავსად ზედიზედ ხუთჯერ კი არ წააგებენ.

  • C.PC5
    schedule 20 იან 2022, 00:39

    კაია მოგება მარა მეტი რო გაგეტანათ ვინ გიჩივლებდათ😂 ვერ გაიტანდით თუ რა?!