ესპანეთის თასის მერვედფინალური ეტაპის ეგიდით, “ბარსელონა” “სან მამესზე” ბილბაოს “ატლეტიკს” დაუპირისპირდება. Mundo Deportivo დასახელებული მატჩისთვის კატალონიური გუნდის სავარაუდო თერთმეტეულს გვთავაზობს.
მეკარე ყველაზე მარტივი ასარჩევია – “ბარსას” კარს ტრადიციულად მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაიცავს. ჩავის დაცვაში დიდი არჩევანი არ აქვს – სერჟი რობერტო, ერიკ გარსია და სამუელ უმტიტი ტრავმირებულები არიან და ცენტრალური დაცვის წყვილის პროგნოზირება მარტივი არაა, ერთმანეთს რონალდ არაუხო და ჟერარ პიკე შეუწყვილდებიან, ფლანგებზე კი ჟორდი ალბა და დანი ალვესი ითამაშებენ.
ნახევარდაცვაში სერხიო ბუსკეტსსა და ახლად დაბრუნებულ პედრის ადგილი გარანტირებული აქვთ, კიდევ ერთ შუახაზელს კი ჩავი ფრენკი დე იონგს, ნიკო გონსალესსა და გავის შორის აარჩევს. შესაძლოა, უპირატესობა ამ უკანასკნელს მიენიჭოს, ვინაიდან ის ლა ლიგაში დისკვალიფიცირებულია და 23 იანვარს “ალავესთან” მატჩს გამოტოვებს. შესაბამისად, ნიკოსა და ფრენკის მოედანზე მეორე ნახევარში უნდა ველოდეთ.
ბოლო პერიოდში შემადგენლობის უცვლელი წევრი, ლუკ დე იონგი შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს და მის ადგილს ახლად გამოჯანმრთელებული ანსუ ფატი დაიკავებს. ფლანგებზე კი ფერან ტორესი და უსმან დემბელე იმოქმედებენ. იმ შემთხვევაში, ფრანგი დასაჯეს და ტრიბუნებზე გადასვეს, ჩავი თერთმეტეულში მემფის დეპაის დააბრუნებს.
საერთო ჯამში, “ბარსას” სავარაუდო შემადგენლობა ასე გამოიყურება:
4-3-3 | ტერ შტეგენი – ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა – გავი, ბუსკეტსი, პედრი – ფერანი, ფატი, დემბელე




იმედია დემბელეს აღარ ვნახავ, თუ ჭკუა აქვს მოძებნოს გუნდი, იაფად გაუშვებენ მე მგონი. ძალიან დაღალა გუნდი ამ დებილმა.
და დემბელე ვისზე ნაკლები სიქიმაა რომ?!
მორიბა კი არის ლაიფციგში, ვერ შეთანხმდნენ და წავიდა დროულად, ბევრი აღარ გაუჯანჯლებია
მორიბა ამასთან არის ფრთიანი აგნელოზი
დემბელეს ფანი ხო არ გგონივარ უბრალოდ იმას ვამობ რო იგეთი მიწუწულია უარესს იზავს სკამზე თუ დატოვა. არ ნახე იმ აგენტმა რა თქვა? არ გამიკვირდება იჩივლოს კიდეც ჯანმრთელი უპრაქტიკოდ დამტოვეს რის გამოც ვერავისთან გავაფორმე კონტრაქტიო და მიდი დაუხადრ მერე კომპენსაცია პლიუს მაგას მსოფლიო მოდის ცალკე მაგაზე მოგვდებს შარებს. ამიტო ჯობია სეზონის ბოლომდე გამოიყენონ მაქსიმალურათ. ამ ეტაპზე 2 კაცი თუ ჯობია ვინც გუნდშია ისიც თუ ჯობია კიდე. საუკუნის უთამაშებელი ტორესი და არანაკლებ დემბელე ფატი თავისი ტრამვებით. ესა ის 2კაციც. ნეტა იყოს ხალხი და არ გავკარი დემბელესაც და მის აგენტ სირსოკოსაც
და დემბელე ვისზე ნაკლები სიქიმაა რომ?!
მორიბა კი არის ლაიფციგში, ვერ შეთანხმდნენ და წავიდა დროულად, ბევრი აღარ გაუჯანჯლებია
მორიბა ამასთან არის ფრთიანი აგნელოზი
ტრიბუნაზე არა იქ გადასვავს. ჯერ ისე არ ახანგრხლივებს და მერე ნახე რო გაჯიუტდება ვირივით. თან აგენტმა მიაყეთ პიჭოო გააფრთხილათ მაგით მორიბები აშინეთ და ვიღაც სიქიმა ნაროდიო. ხო კიდე თასზე დიდი ალბათობით ნეტუ იქნება რატომღაც ასე მგონია
აბა დემბელე აღარ ითამაშებსო
შტეგენი
ალვესი-არაუხო-პიკე-ალბა
ფრენკი
პედრი-გავი
ტორესი-ფატი-აბდე
ყველაზემეტად მინდა ფრენკი მოიხოდოს მენტალურად არის განადგურებული თუ დააბრუნებს თავს სადაც იყო იქქ ბუსკეცის შესანიშნავად ჩაანაცვლებს.. რაც შეეხება ფატის იმედია ისევ ისე გააგრძელებს როგორც დაიწყოო