ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, პედრი 12 იანვარს, “ელ კლასიკოში” დაბრუნდა.
მოედანზე მისი გამოსვლა “ბარსას” თამაშზე მალევე აისახა. გუნდმა ბურთზე კონტროლის დამყარება და მეტოქის კართან უფრო მეტი მომენტის შექმნა შეძლო. იყო ერთი მომენტი, როდესაც 19 წლის ფეხბურთელმა შორეული დარტყმაც შემოგვთავაზა, მაგრამ ბურთი მეტოქის კარს მცირე მანძილით ასცდა.
Mundo Deportivo-ს თქმით, პედრი მიიჩნევს, რომ მას დარტყმის გაუმჯობესება და შეტევაში უფრო მეტი აქტიურობა სჭირდება. იმავეს ფიქრობს ჩავიც. მან პედრის ის მითითება მისცა, რომელიც თავის დროზე ლუის არაგონესისგან მიიღო – “შემტევ ნახევარმცველს, რომელიც “ბარსელონაში” თამაშობს და ასეთი ტექნიკითაა დაჯილდოებული, უფრო მეტი გოლი უნდა გაჰქონდეს”.
მან და მისმა გარემოცვამ მიზნად მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე 5 გოლის გატანა დაისახეს. ამ ყველაფერს უფრო მეტ მნიშვნელობას ლეო მესის წასვლაც სძენს, რამაც “ბარსელონას” გოლების გატანის სერიოზული პრობლემა შეუქმნა.
სადებიუტო სეზონში, პედრის ანგარიშზე 4 გოლია.




სადებიუტო სეზონში, პედრის ანგარიშზე 4 გოლია.
წელს 5-ს სთხოვს ჩავი ესე იგი გაისად 6 გოლი იქნება მინიმუმი?
ეგ მინიმუმ თორე რაც შეიძლება ბევრი უ და გაიტანოს და გაატანინოს
რეალთანაც ჰქონდა მცდელობები დარტყმის და აშკარად მუშაობს, მთავარია სხვა ასპექტებშიც გაუმჯობესდეს და დარტყმა სადაც ვინისიუსმა ისწავლა ესეც ისწავლის
მიდი,მიდი სთხარე,რამდენიც გინდა.