workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როგორ შეაგროვებს ბარსელონა ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერისთვის საჭირო თანხას?

როგორ შეაგროვებს ბარსელონა ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერისთვის საჭირო თანხას?

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა კლუბის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა, კატალონიური გრანდი ამბიციური ტრანსფერის განხორციელებას სრულად შესაძლებლად მიიჩნევს. 

“ბარსას” მთავარი სამიზნე ერლინგ ჰოლანდია, რომლის “დორტმუნდიდან” გადმოყვანა კლუბს, შესაძლოა, 200 მილიონი ევროზე მეტი დაუჯდეს – ეს თანხა ტრანსფერის ღირებულებას, ბონუსებსა და აგენტისთვის გადასახდელ ფულს მოიცავს. 

კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” შეუძლია, ამ თანხის ნახევარზე მეტი კლუბის საკუთრებაში მყოფი იმ ფეხბურთელების გაყიდვით შეაგროვოს, რომლებიც იჯარით სხვაგან თამაშობენ და “ბარსას” გრძელვადიან გეგმებში ისედაც აღარ მოიაზრებიან.

“ბლაუგრანას” შემადგენლობაში ასეთი სამი ფეხბურთელია: ფრანსიშკუ ტრინკაუ, რომლის გამოსყიდვა “ვულვზს” 30 მილიონი ევრო დაუჯდება; ანტუან გრიზმანი, რომლის სანაცვლოდაც “ატლეტიკოს” 40 მილიონის გადახდის ვალდებულება აქვს (“ბარსა” ამ თანხას სავარაუდოდ 2023 წლამდე ვერ მიიღებს) და ფილიპე კოუტინიო, რომელსაც “ასტონ ვილა” სურვილის შემთხვევაში 40 მილიონად გაიფორმებს. 

ჯამში, ამ ტრანსფერებით “ბარსა” მინიმუმ 110 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. დარჩენილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ სრულად არა, უსმან დემბელეს, სამუელ უმტიტისა და სხვა ფეხბურთელების ტრანსფერებით გამომუშავდება. ბიუჯეტზე გავლენას ხელფასების შემცირებაც მოახდენს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • njanka1977
    schedule 18 იან 2022, 02:12

    დემბელე 140 მილიონი, უმტიტი 70, კოუტინიო 120, გრიზმანი 100, ჯამში 430 მილიონიდან ჰადაჰა 110 მილიონი სახვეწარი გვაქვს 😏აი სკაუტები უნდა დაკეპო, კატლეტი გააკეთო და ბართომეუ უნდა კვებო, ძალით

  • Albicelecte
    schedule 16 იან 2022, 17:44

    რატომღაც ვფიქრობ, რომ დორტმუნდიდან ფეხბურთელის ყიდვა არაა სწორი;
    თუ მხოლოდ გამოსაშვები 75 დაჯდა, მაშინ კი ბატონო
    დემბელეს გამო თუნდაც rage

  • EL MAESTRO 6
    schedule 16 იან 2022, 16:23

    ყველა იჯარით გაშვებული თუ გაიყიდა 150 ამდე შეიძლება ვიშოვოთ

  • rivaldo80
    schedule 16 იან 2022, 15:46

    ხალხს სანტრასნფერო ფანჯარა სამგორის ბაზრობა გონია.არ იყიდება ეს ფეხბურთელები არაა რით ვერ შეიგნო ამ ხალხმა. თქვენ ხართ ტრენერი კოუს უმტიტის დესტს ლანგლეს ლუკ დეიონგს იყიდიდით??? 10-20 მილიონად ამერიკიდან ისეთ ახალგაზრდას წამოიყვან იფრეენს და გაყიდება 50.პატარა კლუბებს კიდე მსგავსი ფულები არ აქვს.ერთადერთია იჯარა და ეგეც პრობლემა დაიმატო ფეხბურთელი რომელიც არცკი თამაშობს ნორმალურად და პლიუს უხადო მაღალი ხელფასი.ლაპორტას ძეგლი უნდა დაუდგან ტიპმა ვალებში მაინც რაღაცა გაჩარხა

  • Truxilio
    schedule 16 იან 2022, 15:33

    200 მილიონი სიგიჟეა …

  • NEYBarca
    schedule 16 იან 2022, 15:29

    გრიზმანის იჯარაში არაფერი არ გადაუხდიათ, ასე რო 50 მილიონი და არა 40. ჯამში 120 მილიონი გამოდის. პიანიჩის, ლენგლეს და სხვა ნაგვის გაყიდვითაც შეიძლება 30 მილიონის შოვნა. უხეშად რო ვიანგარიშოთ 150 მილიონს გააკეთებენ.

  • nika 54
    schedule 16 იან 2022, 15:25

    ციტატა: Giovanni
    ანგარიშის ნომერი ჩააგდეთ🤣


    ლაპორტამ სხვისი არაფერი მინდაო, მე თვითონ გავქაჩავო. bowtie