ფერან ტორესი | 90SECONDSCHALLENGE

ფერან ტორესი | 90SECONDSCHALLENGE

“ბარსელონას” ახალწვეული, ფერან ტორესი კლუბის YouTube არხის რუბრიკაში – 90SECONDSCHALLENGE – საინტერესო კითხვებს პასუხობს:

1. რამდენ ენაზე საუბრობ?

– 3

2. რა უთხარი ჩავის პირველად?

– ბედნიერი ვიყავი, რომ მან კლუბში მომიყვანა

3. ვის აქვს საუკეთესო ვარცხნილობა გუნდში

– პედრის

4. ლურჯი თუ წითელი?
– წითელი

5. ფერსტჰაპენი თუ ჰამილტონი?

– მაქს ფერსტჰაპენი

6. სიმღერა, რომელსაც მოწყენილობის დროს უსმენ

– ჯასტინ  ბიბერის ‘Love Yourself’

7. ფავორიტი ფილმი?

– “ფორსაჟი”

8. სად გაატარებდი დროს?

– ვალენსიაში

9. საუკეთესო რამ, რაც პეპ გვარდიოლასგან ისწავლე

– როგორ უნდა ითამაშოს შემტევმა

10. ლეგენდა, რომლის გვერდით თამაშსაც ისურვებდი

– დავიდ ვილია

11. პირველი თანაგუნდელი, რომელსაც “ბარსაში” შეხვდი

– ბუსკეტსი

12. როდის აღნიშნავ დაბადების დღეს, მიუხედავად იმისა, რომ 29 თებერვალს დაიბადე?

– 28 თებერვალს

13. საუკეთესო მოგონება, როგორც კულე

– კოპა დელ რეის მოგება

14. პანენკა თუ მაკრატელა?

– მაკრატელა

15. რას ამზადებ საუზმისთვის?

– არაფერს

16. თანაგუნდელი, რომელთანაც ყველაზე ახლოს ცხოვრობ

– ბუსკეტსი

17. მემფისთან ერთად იმღერებდი?

– კი

18. ლამაზი გოლი თუ გადამწყვეტი გოლი?

– გადამწყვეტი გოლი

19. ბოლო სერიალი, რომელსაც უყურე

– “აუთერ ბანქსი”

20. საუკეთესო ადგილი ბარსელონაში

– პლაჟი

21. ბარსას წლევანდელი მაისურებიდან რომელია შენი ფავორიტი?

– გასვლითი ფორმა

22. არაუხოს ვარცხნილობა თუ მინგესასი?

– მინგესასი

23. რომელიმე ინსტრუმენტზე უკრავ?

– ფლეიტაზე

24. მუსიკა, რომლის დაკვრაც ფლეიტაზე შეგიძლია

– ‘Ode to Joy’

25. რა ასაკში დაიწყე ფეხბურთის თამაში?

– 7

26. ვინაა შენი ყველაზე ელეგანტური თანაგუნდელი

– გავი

27. რამდენი შინაური ცხოველი გყავს?

– 3

28. რა ჰქვიათ მათ?

– მილო, ჯუნო და მინი

აღსანიშნავია, რომ თამაშის დაიწყების წინ ფერანმა პედრი გონსალესის შედეგის (რომელსაც 90 წამში 31 პასუხი აქვს) გაუმჯობესება ისურვა, თუმცა, საბოლოოდ,  მან 28 პასუხი მოაგროვა.

აღნიშნულ თამაშში საუკეთესო მაჩვენებელი (34) ოსკარ მინგესას აქვს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • EL MAESTRO 6
    15 იან 2022, 15:39

    ციტატა: Iniesta_8

    ციტატა: El pistolero 9
    მე-5 და მე-6 პასუხი აჩვენებს ამის გემოვნებას.


    ფლეიტაზე Ode to Joy-ს დაკვრა თუ იცის არ ყოფილა მთლად წყალწაღებული უგემოვნო.


    აწყობილი სიტიდან გამოიქცა ბარსაში და მთლად წყალწაღებული გემოვნება არ ჰქონია, მარა მაინც რა ბიბერი მუსიკის აზრზე არ ყოფილა

  • nika 54
    15 იან 2022, 10:31

    ანუ მინგესაა ყველაზე შუსტრი? რავი მოედანზე ვერ ვატყობ.

  • Iniesta_8
    15 იან 2022, 02:06

    ციტატა: El pistolero 9
    მე-5 და მე-6 პასუხი აჩვენებს ამის გემოვნებას.


    ფლეიტაზე Ode to Joy-ს დაკვრა თუ იცის არ ყოფილა მთლად წყალწაღებული უგემოვნო.

  • EL MAESTRO 6
    15 იან 2022, 01:08

    აუ ეს გოგო მარტო მე მაღიზიანებს? უკეთესი ვერავინ ნახა ამხელა გუნდმა? ვილასთან თამაშს ვისურვებდიო თქვა და კაკრას მაგრად მაგონებს ვილას, საერთოდ 11 ის ნაცვლად 7 ნომერი მიგვეცა ჯობდა

  • El pistolero 9
    15 იან 2022, 01:03

    მე-5 და მე-6 პასუხი აჩვენებს ამის გემოვნებას.