ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბარსელონას” ანდრეას კრისტენსენისთვის ბრძოლაში კონკურენციას “ბაიერნი” გაუწევს.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, “ჩელსის” ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და კლუბის შეთავაზება ჯერ კიდევ ძალაშია, თუმცა, მხარეებს შეთანხმებისთვის ჯერ არ მოუღწებიათ – დანიელი მცველი საბოლოო გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.
კრისტენსენს ინგლისურ კლუბთან ამჟამინდელი ხელშეკრულება მომავალ ზაფხულში ეწურება, რაც ნიშნავს, რომ მას სხვა გუნდთან წინასწარი შეთანხმების გაფორმება და 30 ივნისს “ჩელსის” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვების უფლება აქვს.




ამას ლისანდრო მარტინესი მილიონჯერ ჯობია
ეს თუ კონტრაქტს არ აანგრძლივებს ესე იგი ვაჭრობს თავის გუნდთან და იქ ჩვენი ჩარევა სისულელეა. იმაზე მეტს რასაც ჩელსი უხდის ჩვენ მარტო ბართომეუს დროს ვახერხებდით.
ლისანდრო მოიყვანეთ თან ცაციაა მგონი. არაუხოსთან დუეტში კარგი იქნება ვფიქრობ.
აუუფ გახდება ეხლა მალდინი ესეც რააა
ბაიერნში უპამეკანოს და ზულეს უნდა ეჭიდავოს და აქ ძირითადს დაიმკვიდრებს უფრო მარტივად თუ კარგად ითამაშებს, რავიცი ვნახოთ რა იქნება, შეიძლება საერთოდ ჩელსიში დარჩეს