workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის მკაფიო გზავნილი უმტიტისა და დესტს

ჩავის მკაფიო გზავნილი უმტიტისა და დესტს

ჩავი ერნანდესმა სამუელ უმტიტი და სერჟინიო დესტი მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ საერთოდ არ ათამაშა, რაც იმის დასტურია, რომ მწვრთნელი მათზე იმედებს არ ამყარებს.

Sport-ის ინფორმაციით, ჩავის გადაწყვეტილება ხსენებული ფეხბურთელებისათვის მკაფიო გზავნილია, რომ ისინი “მაესტროს” გეგმებში არ შედიან. სწორედ ამიტომ, “ბარსა” მათ გაშვებას ცდილობს.

წყაროს თანახმად, კატალონიური გრანდი იმედოვნებს, რომ უმტიტის იჯარით გასხვისებას მოახერხებს, რაზეც, როგორც ცნობილია, თავად ფრანგიც თანახმაა. “ბლაუგრანა” შემოთავაზებებს დესტთან დაკავშირებითაც მოისმენს. 

28 წლის ფრანგმა უკანახაზელმა კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა, ახლა კი იჯარით წასვლა და სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს, რათა ჩავის საკუთარი შესაძლებლობები დაუმტკიცოს, თუმცა ჯერჯერობით შემოთავაზებები არ აქვს. თუ მომდევნო დღეების განმავლობაში მსურველი გამოჩნდება, ფეხბურთელი წინადადებას აუცილებლად განიხილავს. მსგავსი სიტუაციაა დესტის შემთხვევაშიც. “ბარსა” ამერიკელის თაობაზე არსებულ წინადადებებს აუცილებლად მოისმენს. ფეხბურთელს სურს, მწვრთნელს დაუმტკიცოს, რომ შემადგენლობისთვის ბრძოლა შეუძლია. სერჟინიოს ერთ-ერთი მსურველი ლონდონის “ჩელსია”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 14 იან 2022, 15:53

    ეტყობა ჩავიმ არ იცის, რო ზოგ ფეხბურთელს საერთოდ კიდია ფეხბურთიც და ბარსელონაც, მათთვის მთავარი ხელფასია.

  • El pistolero 9
    schedule 14 იან 2022, 10:13

    ჩელსის აღარ უნდა დესტი? 35 ად არც უნდა დაფიქრდნენ ისე უნდა მიყიდონ

  • Albicelecte
    schedule 13 იან 2022, 22:15

    ციტატა: Clever liar
    ამ ორს კიდე ავიტან ოღონდ დეპაი დემბელე გადაშენდნენ და ალბაკუსკეცი წაბრძანდნენ..


    იუვეს აქვს სურვილი დე(მბელეპაის) წაყვანის, ოღონდაც რომლის, ეს საკითხავია…
    კიეზამ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მარცხენა ვინგერი სჭირდება, ბერნარდესკის იმედად მტელი სეზონი ვერ იქნება, რამე რომ დაემართოს, დარჩება ფრთაჩამოტეხილი და ჩ/ლიგის ზონაში შესვლაც გაუჭირდება
    მით უმეტეს, რომ სერიაში კონკურენტები მოძლიერდნენ
    მაგრამ დემბელეზე უფასოდ ჩალიჩობენ და თუ ცოტა ანმუსი აქვთ, დეპაიში 20 გადაიხადონ და ორივე მოაშორონ

  • Clever liar
    schedule 13 იან 2022, 22:08

    ამ ორს კიდე ავიტან ოღონდ დეპაი დემბელე გადაშენდნენ და ალბაკუსკეცი წაბრძანდნენ..

  • EL MAESTRO 6
    schedule 13 იან 2022, 21:55

    ამ ორის გარდა კიდევ დეპაი, დემბელე,ბრაიტა, ლუკი,მინგეზა,გარსია, ლენგლე,პუჩი რიგ რიგობით გასაშვებნი არიანნ, ალბას და გაიას ბარტერი თუ შედგა ძაან კარგი იქნება