workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა-რეალი – შემადგენლობა და პროგნოზი ქართველი გულშემატკივრების ვერსიით

ბარსა-რეალი – შემადგენლობა და პროგნოზი ქართველი გულშემატკივრების ვერსიით

ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.

დღევანდელ გამოკითხვაში მომხმარებლების 89%-მა უპირატესობა 4-3-3 წყობას მიანიჭა.

გულშემატკივრებმა ერთხმად აირჩიეს ტერ შტეგენი (99%), ალვესი (96%), პიკე (98%), არაუხო (91%), ალბა (99%) და ბუსკეტსი (94%). სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა ხნა, 32% ფერან ტორესმა მიიღო.

გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “რეალლთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:

ტერ შტეგენი – ალვესი, პიკე, არაუხო, ალბა – ბუსკეტსი, გავი, ფ. დე ონგი – დემბელე, ფერან ტორესი, ფატი.

რაც შეეხება პროგნოზს – მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” ანგარიშით 2-1 მოიგებს.

თამაში 23 საათზე. ინფორმაცია თამაშის ყურებასთან დაკავშირებით.

თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 13 იან 2022, 13:14

    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    რა ფატი? რა ფერან ტორესი? კარგად ხო ხართ? ფატი მაქსიმუმ 20 წუთი ათამაშონ,ტორესს არც უვარჯიშია გუნდთან ერთად😐😐


    და ამ დროს ტორესი ძირითადში დააყენეს.

  • Albicelecte
    schedule 12 იან 2022, 21:31

    მარცხენა ფლანგზე აბდეს ან დეპაის დავაყენებდი, მარჯვენაზე კი ფერანს
    არანაირი დემბელე, ძალიან უსიამოვნო შეგრძნებებს მიტოვებს მაგისი მოედანზე ყოფნა
    9-იანზე კი ანსუ, შეიძლება დეპაი 9-იანზე და აბდე ფლანგზე
    2 ტაიმში ანსუთი შეიძლება მემფისის შეცვლა, გამორიცხული არაა დამატებითი დროც დაინიშნოს, მაინც ფლეი-ოფია
    და არასდროს კლასიკოს ფლეი-ოფში არ მახსოვს 11 მეტრიანების სერია, ესეც საინტერესო იქნება, მაგრამ რეალის მიფარჩაკება პენალტების გარეშე სჯობს barca-6

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 12 იან 2022, 21:21

    რა ფატი? რა ფერან ტორესი? კარგად ხო ხართ? ფატი მაქსიმუმ 20 წუთი ათამაშონ,ტორესს არც უვარჯიშია გუნდთან ერთად😐😐

  • andres888
    schedule 12 იან 2022, 21:20

    ნიკო უნდა დააყენოს უფრო მეტის გამკეთებელია ამ სეზონში ვიდრე ფრენკი

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 იან 2022, 21:12

    ტორესს და ფატის ძირითადში ტყუილად ელით, მაქსიმუმ 25 წუთი ითამაშონ, ჯერ არ შეიძლება მაგხელა დატვირთვა თორემ ისევ დაგვეტრამვებიან რაც იმედია არ მოხდება,

  • Moriba
    schedule 12 იან 2022, 20:06

    მე ასე დავწერე შტეგენი პიკე არაუხო ალბა ალვეში გავი ფრენკი ბუსი დემბელე ტორესი ლუკ დეიონგი