workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ერიკ გარსიას 5 კვირა გაუცდება

ოფიციალურად: ერიკ გარსიას 5 კვირა გაუცდება

რამდენიმე წუთის წინ “ბარსელონამ” ერიკ გარსიას ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა და პესიმისტური მოლოდინები გამართლდა. ახალგაზრდა ესპანელი, რომელიც დღეს იუბილარია, გუნდს დაახლოებით 5 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

21 წლის ფეხბურთელმა ტრავმა გუშინ, “გრანადასთან” გამართული შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისში მიიღო. მას მარჯვენა ბარძაყის დაზიანება აქვს.

ამჟამად ტრავმირებულია კიდევ ერთი ცენტრალური მცველი რონალდ არაუხო და ესპანეთის სუპერ თასზე “რეალთან” მისი თამაში საეჭვოა. ეს ნიშნავს, რომ ჩავის დაცვის ცენტრში პიკესა და ლანგლეს წყვილის დაყენება მოუწევს.

ლაზარეთში ასევე არიან ბრეითუეიტი, სერჟი რობერტო, პედრი, ფატი და ფრენკი დე იონგი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (15)

  • shu1987
    schedule 09 იან 2022, 20:04

    ამისგან დიდი მცველი მაინც არასდროს დადგება, რახან ესპანელია მაგიტო გყავდეს გუნდში რავიცი რაა ზარალის მეტი არაფერი მოუტანია ტიპს, ეს მინგესა ლენგლე და უმტიტი ალბასთან ერთად უნდა გაყიდონ და ერთი ცენტრალური და ერთიც ფლანგელი უნდა მოიყვანონ , თითო კაცს ბედან ამოწევენ და ეგაა.

  • .Gladiator.
    schedule 09 იან 2022, 18:12

    ციტატა: VanillaDream
    183-ია გეუბნები და გინდ დაიჯერე გინდ არა. 😀 არ ვამბობ რომ ახლა კარგია, ვამბობ რომ კარგი შეიძლება დადგეს.


    182 უწერია ოფიციალურად მარა ოფიციალური მონაცემები ყოველთვის სწორი არ არის

    ციტატა: La Pulga10
    ვიცი შენ რომელ წითელზეც იძახი და ეგ ალაბათ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო,რაც ცხოვრებაში მიუღია.ჯერ სალამურთან მიახლოებულიც არაა,მარა ეს ბოლო თამაშები კარგი აქვს და რა გინდა,იქნება იწყებს თამაშს.


    ბოლო თამაშებში სერიოზული შეცდომა რო არ დაუშვია ეგ არ ნიშნავს რო კარგად თამაშობს. ძალიან არასანდო მცველია და არც პერსპექტივა ეტყობა
    ლა მასიას აღზრდილი რო არ იყოს და თავისუფალი აგენტი რო არ ყოფილიყო ამისკენ არც გაიხედავდნენ

  • Albicelecte
    schedule 09 იან 2022, 17:55

    პიკესთან ერთად წყვილში ყველაზე უკეთესი არაუხოა;
    მერე ეს და ბოლოს ლენგლე, პიკესთან ერთად ლენგლე არის კატასტროფა, ცენტრალური დაცვის დუეტი რომ ავიღოთ ერთიანობაში
    არაუხო-გარსიას არა უშავს ერთად, მინგესაც დიდი არაფერი

  • barcaforever
    schedule 09 იან 2022, 17:14

    ამას ისედაც ლენგლე ჯობია, ასე რომ არც ისე დიდი დანაკლისია

  • La Pulga10
    schedule 09 იან 2022, 17:12

    ციტატა: .Gladiator.

    ციტატა: VanillaDream

    ციტატა: .Gladiator.
    გარსიაზე რო ამბობთ მომატებული აქვსო ეგ ხალხი ღადაობთ?
    ტიპი დაბალი,ნელი,სუსტი და უჭკუოა რა მომატებაზე ლაპარაკობთ


    დაბალი არაა ჯერ ერთი მოდი აქედან დავიწყოთ. 183 სანტიმეტრია და როდის აქეთ არის 183 სანტიმეტრი დაბალი??? სისწრაფეს არ ვიცი რა უნდა უშველოს. ჭკუა არ აკლია ნამდვილად და მისი ფიზიკური სისუსტე მოგვატებადია, მთავარია თვითონ მოინდომოს და 4-6 თვეში მოვა ჯანზე. კარგი გრძელი პასი აქვს და ტვინიც აქვს და შეიძლება ამ ბიჭისგან კარგი პოზიციურად მოთამაშე მცველის გამოთლა.


    პოზიციურად ცუდად თამაშობს და უაზრო წითლებს იღებს და ამის ჭკუა სად ჩანს?
    183სმ არ იქნება ნაღდად
    ფატის სიმაღლეა დაახლოებით


    ვიცი შენ რომელ წითელზეც იძახი და ეგ ალაბათ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო,რაც ცხოვრებაში მიუღია.ჯერ სალამურთან მიახლოებულიც არაა,მარა ეს ბოლო თამაშები კარგი აქვს და რა გინდა,იქნება იწყებს თამაშს.

  • Memphis Depay
    schedule 09 იან 2022, 16:56

    1.82 დაბალია? კუნდე 1.78 როა რა ვერაა კლასნი მცველი სიტყვაზე? ლოგიკის ზეიმია რა 😁😂

  • .Gladiator.
    schedule 09 იან 2022, 16:55

    ციტატა: VanillaDream

    ციტატა: .Gladiator.
    გარსიაზე რო ამბობთ მომატებული აქვსო ეგ ხალხი ღადაობთ?
    ტიპი დაბალი,ნელი,სუსტი და უჭკუოა რა მომატებაზე ლაპარაკობთ


    დაბალი არაა ჯერ ერთი მოდი აქედან დავიწყოთ. 183 სანტიმეტრია და როდის აქეთ არის 183 სანტიმეტრი დაბალი??? სისწრაფეს არ ვიცი რა უნდა უშველოს. ჭკუა არ აკლია ნამდვილად და მისი ფიზიკური სისუსტე მოგვატებადია, მთავარია თვითონ მოინდომოს და 4-6 თვეში მოვა ჯანზე. კარგი გრძელი პასი აქვს და ტვინიც აქვს და შეიძლება ამ ბიჭისგან კარგი პოზიციურად მოთამაშე მცველის გამოთლა.


    პოზიციურად ცუდად თამაშობს და უაზრო წითლებს იღებს და ამის ჭკუა სად ჩანს?
    183სმ არ იქნება ნაღდად
    ფატის სიმაღლეა დაახლოებით

  • .Gladiator.
    schedule 09 იან 2022, 16:43

    გარსიაზე რო ამბობთ მომატებული აქვსო ეგ ხალხი ღადაობთ?
    ტიპი დაბალი,ნელი,სუსტი და უჭკუოა რა მომატებაზე ლაპარაკობთ

  • nika 54
    schedule 09 იან 2022, 16:19

    მოკლედ სუყველანი ერთჯერადები არიან რა.

  • nikusha
    schedule 09 იან 2022, 16:15

    ამის იმედი მქონდა კლასიკოში და ესეც დაიმტვრა. იმედია არაუხო მზად იქნება რომ არაუხო-პიკე წყვილი იყოს რეალთან თორე მოგვიწევს ლენგლეს ყურება ისევ. ანარადა უფრო უარესი მინგესას ნახვა

  • saba_xavi
    schedule 09 იან 2022, 15:55

    აღარ დამთავრდა

  • Msn91011
    schedule 09 იან 2022, 15:38

    იმედია მოხდება სასწაული და ზედიზედ მეხუთე ელ კლასიკოს არ წავაგებთ

  • პავლოვიჩი56
    schedule 09 იან 2022, 15:35

    ლანგლეს-გარსიას-მინგესას,ცალფეხა უმტიტი სჯობს…

  • Maradona
    schedule 09 იან 2022, 15:34

    ანუ თამაში ისე არ ჩამთავრდება მინიმუმ ერთი კაცი ტრავმას იღებს.

  • Justin Kluivert
    schedule 09 იან 2022, 15:28

    ერთი ფეხბურთელი დაბრუნებული არაა,მეორე რომ იღებს ტრავმას…