ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
დღევანდელ გამოკითხვაში მომხმარებლების 88%-მა უპირატესობა 4-3-3 წყობას მიანიჭა.
ყველაზე მეტი ხმა ტერ შტეგენმა (99%), პიკემ (98%), ბუსკეტსმა (98%), ალბამ (96%), გავიმ (95%) და ალვესმა (94%) მიიღეს.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “გრანადასთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი – ალვესი, პიკე, გარსია, ალბა – ბუსკეტსი, გავი, ნიკო – დემბელე, ეზალზული, დეპაი.
რაც შეეხება პროგნოზს – მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” ანგარიშით 2-1 მოიგებს.
თამაში 21 საათსა და 30 წუთზე იწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი გვთავაზობს.
თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.




ყველაზე მეტი ხმა ტერ შტეგენმა (99%), პიკემ (98%), ბუსკეტსმა (98%), ალბამ (96%), გავიმ (95%) და ალვესმა (94%) მიიღეს.
შტეგენიც, ალბაც და გავიც ძალიან ცუდები იყვნენ.
მე გარსიას ნაცვლად ლენგლეს ვარჩევდი. ნუ უარესებიდან იკეთესი მაინც ლენგლეა. გარსია სუსტი მცველია ძალიან, პოზიციურად უჭირს, ფიზიკურად სუსტია და არც სისწრაფე აქვს, რომლის ხარჯზეც ფიზიკურ სისუსტეს გადაფარავდა, ერთი კარგი პასი აქვს და ეგაა, არც ლენგლეა ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებში ძაან მაგარი, მაგრამ ამას მაინც ჯობია.
ალვეშის პატივისცემის მიუხედავად არაა ის კაცი ვისაც ყველა თამაშში უნდა დაეყრდნო, ეგ ხო ძირითადისთვის არ მოუყვანიათ, მიცენ ახალგაზრდებს შანსი და თუ რამე მერე შემოიყვანოს, აბა ამ ბებრების გადამკიდე გუნდი ვერ აეწყობა .
კი ძალიან დიდი ფეხბურთელია და ძალიან მაგარია ალვეში მაგრამ მისი წასვლის შემდეგ პრობლემატური ფლანგზე მისივე დაყენება შეიძლება ცუდი აზრი იყოს თანაც ამ ასაკში.ჯობია ცენტრში შეუწყვილდეს ბუსკეცი ნიკოს დუეტს და გრძელი პასებით მოამარაგოს შემტევები რასაც წინა თამაში აკეთებდა.მაგრამ შეიძლება
3-4-3 ვიხილოთ რაც ალვეშისთვის უფრო მისაღებია ,ამით საშვალება ექნება წინაც წავიდეს და უკან სივრცეებიის დატოვებისაც აღარ შეეშინდება მაგრამ ვნახოთ რა იქნება . ერთ საათში იქნება ცნობილი თუ რა გადაწყვიტა ჩავიმ რათქმაუნდა მან უკეთ იცის როგორ უნდა ითამაშოს