“ბარსელონას” ოფიციალური საიტი რონალდ კუმანთან დაახლოებულ პირს, ლუის კანუტს პასუხობს, რომელმაც TV3-ის ეთერში განაცხადა, რომ ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები არიან.
კატალონიური კლუბის განცხადებაში ნათქვამია:
გვსურს, განვაცხადოთ, რომ ბატონ ლუის კანუტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე ფეხბურთელის ხელფასს ეხება, ჩვენი კლუბის მიერ მიწოდებული არაა და მისი წყარო უცნობია.
ნებისმიერ შემთხვევაში, მითითებული თანხები მცდარია და რეალობას არ შეესაბამება. გარდა მისა, ზემოხსენებულ 3 ფეხბურთელს კონტრაქტში ჩავუწერეთ თანხები, რომელიც ცვალებადია და, შესაძლოა, მათი გადახდა არასდროს მოხდეს.
ასევე, მცდარია ინფორმაცია, რომ მოთამაშეებს ხელფასის 100% გადავუვადეთ – ბოლო ხელშეკრულების გაფორმებისას ჟერარ პიკემ, სერხიო ბუსკეტსმა და ჟორდი ალბამ ანაზღაურების ნაწილი გადაავადეს.
მიგვაჩნია, რომ ასეთი ინფორმაციის მიწოდება არასწორი, არაპროფესიონალური და არაკეთილსინდისიერი ქმედებაა და ვწუხვართ, რომ გავრცელდა ცნობები, რომელიც ფეხბურთელთა პირად უფლებებზე გავლენას ახდენს – ისინი კონფიდენციალურობის დაცვას იმსახურებენ.




ან უფრო ზუსტად: ყველამ თავის ბოზ მამიდად მიხედოსო.
ბოლო აბზაცი დიპლომატიური ენიდან, რომ გადმოვთარგმნოთ ნიშნავს: თქვენი ოჯახი მოვიკითხეთ თქვე არაკაცებოო.
არავინ არ სთხოვდა მესის უხელფასოდ თამაშს. ვერ მოსთხოვდნენ ძალიანაც რომ სდომებოდათ, რადგან არსებობს მინიმალური ზღვარი ხელფასისა, რომელსაც სახელმწიფო არეგულირებს.
როცა მინიმალურს უწესებ ეგ იმას ნიშნავს რომ უხელფასოდაა, შენ წარმოგიდგენია მესის 1000 ევრო ქონდეს თვიურად?
მესისგან ითხოვდნენ უხელფასოდ თამაშს დაა…რეებს წერენ…