workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას მორატას შეძენას ჯერ კიდევ არ გამორიცხავს

ბარსელონას მორატას შეძენას ჯერ კიდევ არ გამორიცხავს

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, “ბარსელონას” ალვარო მორატას შეძენა ჯერ კიდევ არ გამოურიცხავს.

წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ “ბარსა” ფეხბურთელების გაშვებას მოახერხებს, “იუვენტუსი” კი ესპანელი შემტევის შემცვლელს შეიძენს, ალვაროს ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურში ხილვა შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ “იუვეს” თავკაცმა, მასიმილიანო ალეგრიმ დაადასტურა, რომ მორატა გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მის გაშვებას არ აპირებს, თუმცა, თავად მოთამაშის სურვილი ჩავის ხელში თამაშია.

რაც შეეხება წამსვლელთა სიას: დღეს “ბლაუგრანა” ერთმა მოთამაშემ, ფილიპე კოუტინიომ უკვე დატოვა – ბრაზილიელი სეზონის ბოლომდე “ასტონ ვილაში” იასპარეზებს. მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში კატალონიელები ფეხბურთელებს კიდევ გაუშვებენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 08 იან 2022, 16:08

    ჰალას ადმინი როგორ წერს? ბარსას ძალიან უნდოდა რეალის აღზრდილის გადაბირება, მაგრამ მორატასგან უარი მიიღო-ო! როგორია?

  • me da barca
    schedule 08 იან 2022, 14:15

    ფეხბურთელი, რომელმაც ვერსად ვერ ივარგა.
    ვინც ეს მოათრიოს იმის ოჯახში შეეთრიოს უმტიტი ხმალ ამოღებული.

  • El pistolero 9
    schedule 07 იან 2022, 23:28

    დაიტოვეთ. არ გვინდა რა ეს მაზილა