ესპანეთის თასის 1/16 ფინალური ეტაპი დასრულდა და 1/8 ფინალში “ბარსელონას” ყველა პოტენციური მეტოქე ცნობილია.
საუკეთესო 16 გუნდში ქვედა ლიგებიდან მხოლოდ 3 მოხვდა – “ჟირონა” და “სპორტინგი” მე-2 დივიზიონიდან და “ატლეტიკო ბალეარესი” მე-3 დივიზიონიდან. დანარჩენი გუნდები ლა ლიგიდან არიან – ატლეტიკო, ბილბაო, კადისი, ელჩე, ესპანიოლი, მალიორკა, რაიო ვალიეკანო, ბეტისი, რეალი, სოსიედადი, სევილია, ვალენსია.
წილისყრა ხვალ, 7 იანვარს, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება. წილისყრის პრინციპი ასეთია – ჯერ მე-2 და მე-3 დივიზიონის გუნდების მეტოქეები გამოვლინდებიან. ისინი აუცილებლად ლა ლიგის გუნდებს უნდა დაუპირისპირდნენ. ქვედა დივიზიონებში მოთამაშე სამეულის მეტოქეების გარკვევის შემდეგ ლა ლიგის დარჩენილი 10 გუნდი ერთმანეთთან დაწყვილდება. 1/8 ფინალური ეტაპიც ერთმატჩიანია.
ვილიარეალი გავარდა და ერთი დიდი კონკურენტი მოვიშორეთ
ჩვენ რო ბედი გვაქვს რეალი, ატლეტიკო, ან სევილია განაღდებული გვაქვს. და თანაც სტუმრად.
მთავარია ლა ლიგის გრანდები არ ამოვიდეს ჯერ ადრეა მაგათთან ჯახი
პირველი დივიზიონის მეტოქით უფრო მეტი შეუვა…ერთმანეთთან შეხვედრით, გავარდნილი ფინანსურადაც იჩაგრება.
იმედია ბარსა ამოუვა იმ მესამე დივიზიონელს და არა იღბალ მადრიდი. ისე რა პონტია დაბალ ლიგლს რო მაინცდამაინც ლა ლიგელი უნდა შეხვდეს იქნება ერთმანეთი ამოსდით გავიდეს კიდე 1ეტაპს ცოტა ფული შეუვიდეს