“ბარსელონას” შემტევი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო “ასტონ ვილაში” გადასვლასთან ახლოსაა.
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, “ბარსასა” და ინგლისურ კლუბს შორის მოლაპარაკებები გადამწყვეტ ეტაპზეა. მხარეები ტრანსფერის დეტალებს ათანხმებენ. რომეროს თქმით, “ასტონ ვილას” სურს, რომ კოუტინიოს გამოსასყიდი თანხა, რაც შეიძლება, დაბალი იყოს, რათა მათ ხელფასის დიდი ნაწილის გადახდა შეძლონ.
ჟურნალისტის ცნობით, შესაძლოა, ბირმინგემელებმა 29 წლის ფეხბურთელის ანაზღაურების 50-70% დაფარონ. ჯერჯერობით უცნობია, თანახმაა თუ არა “ბარსა” ამ პირობაზე.
სავარაუდოდ, კოუტინიო “ასტონ ვილას” სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება, შემდეგ კი ინგლისური კლუბი მას გამოისყიდის.




მოკლედ ყველას ყველაფერი მუქთად უნდა ჩვენგან.
თუ 70% გადაიხდის გამოსყიდვის ვალდებულებით არაა ცუდი.
ხელფასის 70% არაა ცუდი ვარიანტი.
არსებულ სიტუაციაში სახელფასო ბიუჯეტის შემცირება საშუალებას მისცემს გუნდს ტორესი დაარეგისტრიროს და შეიძლება 2 ფეხბურთელიც დაიმატოს, თუნდაც იჯარით.
კოუტინიოს დიდი ხელფასი აქვს და 70% თუ გადაიხადა ასტონ ვილამ კარგი შედეგია.
რა თქმა უნდა სასაცილო და საზიზღარი სიტუაციაა. მაგრამ რეალობა ასეთია და სუბიექტის მართვა მკაცრი რეალობიდან გამოსავალის ძებნაა და არა რომანტიკა.
შობას გილოცავთ ყველას!
ოღონდ წაშავდეს და
ლაპორტაზე ასეთი დაბალი წარმოდგენა არ მაქ ასეთი ბანძი პირობით რო გაუშვას გუნდიდან კოუ ,იმედია წესოერი პირობით გაუშვებენ
El pistolero 9,
გამოსყიდვის ვალდებულებით თუა ნახევარი სეზონი როგორმე გადავიხდით 50-30% ხელფასს
იჯარით ვატანთ და ხელფასის გადახდაც არ უნდათ ამ უპატრონოებს?! ამათ მაინცააქვთ ფული
გვაწყობს
ხელფასი სრულად დაფარონ და უმტიტი გავატანოთ საჩუქრად ესე იქნება ყველასთვის კარგი გარიგება😁