ბარსელონასა და სერჟი რობერტოს შორის მოლაპარაკებები ხვალიდან განახლდება

ბარსელონასა და სერჟი რობერტოს შორის მოლაპარაკებები ხვალიდან განახლდება

Marca-ს ცნობით, “ბარსელონა” და სერჟი რობერტოს წარმომადგენლები ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ.

მადრიდული გამოცემის ინფორმაციით, მხარეები შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებენ. მიზანი ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივებაა, რომელიც ფეხბურთელის ხელფასის შემცირებას ითვალისწინებს.

რობერტოს ამჟამინდელი კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, რაც ნიშნავს, რომ, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ზაფხულში ის გუნდს უფასოდ დატოვებს.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (5)

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    06 იან 2022, 21:04

    El pistolero 9,
    ამ ზამთარს ვინ იყიდის მაგ ფასად

  • nika 54
    06 იან 2022, 20:59

    დატოვებს თუ არა ეგეც არ მყავდეს მბაპე-ჰოლანდის ნაჯვარი კლონი სასწაულმოქმედი. აგერ მესი გავუშვით და ჯერ კიდევ არ დავძირულვართ ცოვრება გრძელდება. მესის არავინ გადაყვა და ამას ვინ გამოეკიდება თუ უფიქრია ამ უბედურს.

  • GiorgiM86
    06 იან 2022, 20:32

    ამ რობერტოზე მეტად არავინ მეზიზღება დღეს ბარსაში; ასეთი უინტელექტო, არამებრძოლი არცერთია დღეს ბარსაში. მალე მოაშორონ და არც შეეტყობა გუნდს არაფერი. გაუშვან რობერტო, კოუტინიო და უმტიტი და ჰალანდის ხელფასიც გაჩნდება 🙂

  • El pistolero 9
    06 იან 2022, 20:06

    ამასაც დიდი ხელფასი აქვს როგორც ვიცი და რას ეხვეწებიან. ერთ 20 მილიონად კი გაიყიდება სახელი აქვს მაინც და იქნება მივასაღოთ ვინმეს

  • vitorborbafereira
    06 იან 2022, 19:57

    ეს უფერო და შავთეთრი ტიპი რატო ვერასდროს დასრულდა