workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ფერან ტორესის დარეგისტრირებას პარასკევს აპირებს | AS

ბარსელონა ფერან ტორესის დარეგისტრირებას პარასკევს აპირებს | AS

Diario AS-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” სურს, რომ ფერან ტორესი ლა ლიგაში პარასკევს დაარეგისტრიროს.

წყაროს ცნობით, ჩავი ერნანდესს სურს, რომ ახალწვეულს შაბათს, “გრანადას” წინააღმდეგ, სათამაშო დრო მისცეს, იმ შემთხვევაში, თუ ესპანელი მანამდე კორონავირუსისგან განკურნებას მოასწრებს. “მაესტრო” განაცხადს პარასკევს დაასახელებს და თუ ტორესის PCR ტესტი უარყოფით პასუხს აჩვენებს, მისი დარეგისტრირება შუადღით იქნება შესაძლებელი.

ჩავის სურს, რომ ფერან ტორესი 12 იანვარს გასამართი “ელ კლასიკოსთვის” სრულ მზადყოფნაში იყოს და “გრანადასთან” მის დებიუტს სწორედ ამიტომ ჩქარობს. 

ახლა ყველაფერი მატეუ ალემანიზეა დამოკიდებული, რომელსაც სახელფასო ფონდის შემცირება ევალება. ამისთვის მნიშვნელოვანი ფილიპე კოუტინიოს, ლუკ დე იონგის ან იუსუფ დემირის გაშვება იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • gecheche
    schedule 05 იან 2022, 20:05

    nika 54,
    აღარააქ ტრავმა

  • EL MAESTRO 6
    schedule 05 იან 2022, 20:00

    ანუ ზეგ ვარეგისტრირებთ? კაია იმედია პრობლემები არ შეიქმნება

  • nika 54
    schedule 05 იან 2022, 19:34

    ამას კოვიდის გარდა ტრამვაც ქონდა, და ამაზე აღარ დარდობს ჩავი.

  • El pistolero 9
    schedule 05 იან 2022, 19:32

    დემირი წასულია ფაქტობრივად, დეიონგსაც იმედია მივყიდით ბეშიქთაშს, კოუტინიოს ტრანსფერიც იჩარხება და ტორესის დარეგისტრირება არ უნდა იყოს პრობლემა წესით