workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ასტონ ვილასთან კოუტინიოს იჯარაზე მუშაობს

ბარსელონა ასტონ ვილასთან კოუტინიოს იჯარაზე მუშაობს

“ბარსელონა” ფილიპე კოუტინიოს გაშვებაზე მუშაობს.

Cope-ს ჟურნალისტის, ელენა კონდისის ინფორმაციით კატალონიური კლუბი “ასტონ ვილასთან” ბრაზილიელი ნახევარმცველის იჯარასთან დაკავშირებით აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი ინგლისურ გუნდს სეზონის ბოლომდე შეუერთდება.

ვიქტორ ნავარო დასძენს, რომ კოუტინიოს “ასტონ ვილაში” განათხოვრების შემთხვევაში, “ბარსა” ფერან ტორესის დარეგისტრირებას მარტივად მოახერხებს.

განახლება: მატეო მორეტოს ინფორმაციით, კოუტინიო პრემიერ ლიგაში დაბრუნებასთან ახლოსაა. ჟურნალისტის თქმით, შესაძლოა, “ბარსელონა” და “ასტონ ვილა” ძალიან მალე შეთანხმდნენ.

განახლება: ჟერარ რომეროს ცნობით, კოუტინიოს “ასტონ ვილას” მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა დაურეკა და “ლომებში” გადასვლაში დარწმუნება ცადა. აღსანიშნავია, რომ ჯერარდი და ფილიპე 2013-15 წლებში “ლივერპულში” თანაგუნდელები იყვნენ.

განახლება: ფაბრიციო რომანოს ცნობით, ინგლისური კლუბი ფეხბურთელის აგენტთან პირდაპირ კონტაქტზე არიან, თუმცა ამ ეტაპზე შეთანხმება არ არსებობს.

განახლება: Sport-ის ჟურნალისტის, ფერან კორეასის ინფორმაციით, ბრაზილიელი “ასტონ ვილაში” გადასვლასთან ნამდვილად ძალიან ახლოსაა. ინგლისური კლუბი ფილიპეს იჯარით დაიმატებს და სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. ამჟამად კლუბები იმაზე მსჯელობენ, თუ თითოეული მხარე ხელფასის რა ნაწილს გადაიხდის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • EL MAESTRO 6
    schedule 05 იან 2022, 19:55

    რაღადროს ამის იჯარაა, იმედია ასტონ ვილაში ისეთ დონეს დადებს რომ დაიტოვებენ

  • nika 54
    schedule 05 იან 2022, 19:36

    გვეშველება რამე?

  • El pistolero 9
    schedule 05 იან 2022, 19:30

    ვილას გრილიშის მერე ბლომად ფული აქვს და ტრანსფერზეც შეიძლება ჩალიჩი. მოკლედ მოგვაშორონ და არაფერი მინდა მეტი

  • me da barca
    schedule 05 იან 2022, 18:53

    შენ და ფრანგები როდის მოგვშორდებით, როდის დადგება ის ბედნიერი დღე?!
    სანამ ბართოს მოთრეული უკანასკნელი ფეხბურთელი არ გაიხდის ბარსას ფორმას, მანამ წინსვლა არ გვიწერია ალბათ.

  • Iniesta_8
    schedule 05 იან 2022, 18:31

    წავიდეს 6 თვის ხელფასი მაინც დაიზოგება და თუ ათამაშდა ტოტენჰემი ან არსენალი იყიდის მერე და მოგშორდება სამუდამოდ.