“ბარსელონა” “ფიორენტინას” ცენტრალური თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის შეძენით ინტერესდება. ახალგაზრდა შემტევი განსაკუთრებით ჩავი ერნანდესს მოსწონს.
როგორც ჩანს, “ბლაუგრანას” სერბი ფეხბურთელის ხელში ჩაგდება ზაფხულში შეეძლება. TuttoMercato-ს ინფორმაციით, ვლაჰოვიჩი “ფიორენტინასთან” ხელშეკრულებას არ ახანგრძლივებს და სეზონის ბოლოს კლუბის დატოვებას აპირებს. 21 წლის თავდამსხმელის შეძენით, “ბარსას” გარდა, “ჩელსი”, “იუვენტუსი” და “მანჩესტერ სიტი” ინტერესდებიან. წყაროს ცნობით, ვლაჰოვიჩს ესპანეთში, ინგლისში ან იტალიაში თამაში სურს.
ზაფხულში კატალონიური კლუბის მთავარი სამიზნე ერლინგ ჰოლანდი იქნება. ადრე დაიწერა, რომ “ბარსელონა” ვლაჰოვიჩს სწორედ ნორვეგიელის ალტერნატივად განიხილავდა.




არც ესაა ცუდი კაი ჯანზეა რაც ბარსას შეტევას აკლია.. მაგრამ პირველ რიგში ჰოლანდი უფრო გამისწორდებოდა..
ჰოლანდი ან ვლაჰოვიჩი და ეგაა რა შეტევაში მეტი რაღა გვინდა.ფატი,დეპაი,ფერანი,ჰოლანდი(ვლაჰოვიჩი),ეზ აბდე,დემბელე რას შვება ღმერთმა იცის.მერე დაცვას მოხედონ კრისტენსენი და მაზრუაი უფასოდ და გაია კაი იქნებოდა.
მოკლედ ან ეს გვინდა ზაფხულში ან ჰოლანდი. ჰოლანდი პირველ რიგში და თუ ვერ ამოვავსეთ მამამისის და მისი აგენტის მუცლები მაშინ ვლაჰოვიჩზე იჩალიჩონ
ესეც ძაან მაგარი ტიპია, მემგონი ჰოლანდზე მეტადაც მოერგებოდა ბარსას, თუ ჰოლადი აგვახიეს ეს უეჭველი დასათრევია მეშინ სხვა ვარიანტს ვერ ვხედავ
ზაფხულში კატალონიური კლუბის მთავარი სამიზნე ერლინგ ჰოლანდი იქნება. ადრე დაიწერა, რომ "ბარსელონა" ვლაჰოვიჩს სწორედ ნორვეგიელის ალტერნატივად განიხილავდა.
და იქნებ ჩვენც სიტის ალტერნატივად განგვიხილავს ეს ფეხბურთელი, ამაზე ააქვს ლაპორტას ნაფიქრი?