“ბარსელონამ” ზამთრის პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა და “მანჩესტერ სიტიდან” ნიჭიერი ახალგაზრდა შემტევი, ფერან ტორესი დაიმატა, თუმცა მის დარეგისტრირებას ჯერ ვერ ახერხებს. მიზეზი ამოწურული სახელფასო ლიმიტია, ამიტომ ფეხბურთელის დასარეგისტრირებლად, კლუბს ლა ლიგის რეგულაციების დაცვა მოუწევს.
ესპანელმა ჟურნალისტმა, ხუან ანტონიო ალკალამ Cope-სთან საუბრისას განაცხადა, რომ “ბარსას” ფერან ტორესის დასარეგისტრირებლად სამი ვარიანტი აქვს.
- დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივება – ამ შემთხვევაში, ფრანგი ანაზღაურებას შეიმცირებს, რაც 21 წლის ფეხბურთელის დასარეგისტრირებლად საკმარისი იქნება, თუმცა ფრანგი სულ სხვა განწყობაზეა – მას ასტრონომიული ოდენობის თანხა სურს, რის გამოც მასთან შეთანხმება წარმოუდგენლად ჩანს.
- ფეხბურთელის გაშვება – ტორესის პრობლემას მაღალანაზღაურებადი მოთამაშის გასხვისებაც გადაჭრიდა. წასვლასთან ყველაზე ახლოს ფილიპე კოუტინიოა. მისი ტრანსფერიდან მიღებული თანხის 25% ფერანის დასარეგისტრირებლად საკმარისი იქნება.
- CVC-ს შეთანხმებაში შესვლა – ლა ლიგასა და მსხვილ საინვესტიციო ფონდს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას “ბარსა”, “რეალი” და ბილბაოს “ატლეტიკი” არ შეუერთდნენ. როგორც ცნობილია, კატალონიელები ლა ლიგასთან მოლაპარალებებს აწარმოებენ და თუ შეთანხმებას შეუერთდებიან, ტორესის დარეგისტრირებას შეძლებენ.
ამ ეტაპზე ყველაზე რეალური კოუტინიოს გაშვებაა, ვინაიდან ბრაზილიელმა წასვლაზე თანხმობა განაცხადა. ფილიპეს ინგლისური კლუბები იწვევენ.
მეორე ვარიანტია მისაღები და თან გაშვებაში დემბელეს გაშვებაც იდეალური იქნება და თუ არადა ჯანდაბას იყოს პირველი ოღონდ მესამე არა. არ მიყვარს ისეთი ხალხი ვინც გადააფურთხებს და ალოკავს თავისივე ფურთხს
რასაკვირველია მეორე ვარიანტი მითუმეტეს თითონაც თქვა რომ წასვლა უნდა ეგ უფრო რეალობასთან ახლოსაა ამ ეტაპზე
იმედია წავა კოუტინიო 30 მილიონი მაინც რო ავიღოთ დიდი შეღავათია. 145 მილიონად ნაყიდი კაცი ასე როგორ უნდა გაუფასურდე
გასაგებია ოღონდ პირველი არა და რაც უნდათ ის ქნან, დროზე გაასხმეინონ იმ შავ კაცს, მაგის ატანაც აღარ მაქვს. როგორი დებილი გამოხედვაც აქვს ისევე დებილურად დარბის მოედანზე.
პირველი არარეალურია, მესამე არ უნდა გააკეთონ ხოლო მართლაც მეორეა ვარიანტი, იმედია კოუტინიოს გაშვებასთან ერთად დემბელესაც გაუშვებენ ასევე უმტიტის და ლ. დე იონგსაც, დემირი ისედაც წასულია თითქმის, ამ ზამთარში თუ ეს ნაგავი მოგვცილდა მერე ზაფხულში ლენგლე,დეპაი, ბრაითა, დესტი, მიჰყვება, გრიზმანს ატლე გამოისყიდის და პიანიჩს ბეშიგთაში, რაც მალე დავუცლებით ნაგვებისგან მით უკეთესი ჩვენთვის
მოახერხებს ლაპო რამეს😉
დემბელეც მიაყოლონ, უპოვონ მსურველი და გააგდონ ეს ნაგავი ზანგი