2 იანვარს, ლა ლიგის მეოცე ტურის ეგიდით, “ბარსელონა” “ვიზიტ მალიორკაზე” “მალიორკას” ესტუმრება.
კატალონიური გრანდი აღნიშნულ შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდება, კლუბს 16 ფეხბურთელი არ ეყოლება, რომელთაგან შვიდს კორონავირუსი დაუდასტურდა, დანარჩენი 9 კი ტრავმირებულია. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, Sport-მა 2022 წლის პირველი მატჩისთვის “ლურჯ-ბროწეულისფერთა” სავარაუდო შემადგენლობა შემოგვთავაზა, რომელშიც ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელსა და სასტარტო შემადგენლობის იშვიათ წევრს ვხვდებით.
სავარაუდო თერთმეტეული ასე გამოიყურება:
4-3-3 | ტერ შტეგენი – არაუხო, პიკე, გარსია, მინგესა – ნიკო, ფ. დე იონგი, პუჩი – ეზალზული, ჟუტგლა, კოუტინიო
ცნობისთვის, ასეთი დანაკლისის მიუხედავად, “ბარსელონასა” და “მალიორკას” მატჩის გადადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.



იმედია იმათაც დააკლდებათ ფეხბურთელები
მადლობა ვის? ვაქცინებს
ახლა საინტერესოა მალიორკას ძირითადის რამდენი წევრი არ ეყოლება.
არ ვიცი რა უნდა ვქნათ ამ სასტავით, ეს არის ალბათ საუკეთესო ვარიანტი და იმედია დანაკსილისდა მიუხედავად მოვიგებთ