workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრი იანვრის დასაწყისში დაბრუნებას გეგმავს

პედრი იანვრის დასაწყისში დაბრუნებას გეგმავს

“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველი, პედრი გონსალესი, თამაშს უახლოეს მომავალში განაახლებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის მიზანი იანვრის დასაწყისში დაბრუნებაა და, შესაძლოა, მან მიმდინარე თვის ბოლოს გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყოს.

ამჟამად “ბლაუგრანა” საშობაო შვებულებაზე იმყოფება და ვარჯიშს 28 დეკემბერს განაახლებს. 

2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს ტრავმის რეციდივი აქვს – ის პირველად 14 სექტემბერს, “ბაიერნთან” მატჩში დაშავდა, 2 კვირის შემდეგ კი დაბრუნდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ გახლდათ, რის გამოც კვლავ ლაზარეთს მიაშურა. ამის შემდეგ პედრი გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და 20 ნოემბერს, “ბენფიკასთან” შეხვედრისთვის ემზადებოდა, თუმცა ჯანმრთელობამ ხელი არც ამჯერად შეუწყო და გუნდს წლის ბოლომდე გამოაკლდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • Zurab Gviniashvili
    schedule 26 დეკ 2021, 15:31

    გამოდის რომ ახალგაზრდების ვარჯიში არ მიდის სწორად.. რაღაცაში მეტად იტვირთებიან … ფატი პედრი განსაკუთრებით

  • nika 54
    schedule 26 დეკ 2021, 13:18

    არ ჩაიარა უმტკივნეულოდ ამ ბავშვის მთელი წელი გაუთავებელმა ექსპლუატაციამ, გინდა ენრიკეს და გინდა კუმანის ხელში.

  • La Pulga10
    schedule 25 დეკ 2021, 22:59

    კუმანის დედა რო ვატირე.ამას ჩავი მაგრად გამოთლის.

  • Davita
    schedule 25 დეკ 2021, 22:50

    ციტატა: SHOTADEPAY9
    ძალიან სჭირდება ბარსას პედრი


    ბარსა უფრო ჭირდება პედრის კონკრეტულად კი ჩავი თუარა დარჩება ტალანტად

  • EL MAESTRO 6
    schedule 25 დეკ 2021, 22:01

    პედრი-გავი-ნიკო უნდა სცადოს ერთხეს ჩავიმ, ძაან მაინტერესებს როგორ ითამაშებენ ერთად, სამწუხაროდ მე ფრენკის სამომავლო პერსპექტივაში ვერ ვხედავ და ნიკო უფრო მეიმედება, პედრის აქვს რახაც რაღაცები დასახვეწი მაგალითად kee pass და დრიბლინგიც, მაგრამ ბურთის დაწერა, მოედნის ხედვა, პასები, კარგი აქვს და ასევე მოძრაობს და ნახევარ მცველის საქმეს კარგად აკეთებს

  • Mess cue un club1889
    schedule 25 დეკ 2021, 21:58

    პედრი დეპაი ფატი და ბრაითვეითი იანვარში დაბრუნდებიან პლუს ახალი სახეები ტორესი და ალვეში არ ვიცი რა უნდა მოხდეს გუნდმა თამაში რო ვერ დაიწყოს