ახლა უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ფერან ტორესი “ბარსელონას” ფეხბურთელია, ვინაიდან ეს ყველაზე სანდო სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა. გაოფიციალურებამდე მხოლოდ ფორმალური პროცედურები დარჩა.
წყაროს ცნობით, “ბლაუგრანამა” და “მანჩესტერ სიტიმ” შეთანხმებას მიაღწიეს – კატალონიელები ესპანელის სანაცვლოდ ფიქსირებულ 55 მილიონ ევროსა და 10 მილიონს ბონუსების სახით გადაიხდიან.
რომანოს თქმით, 21 წლის გარემარბი “ბარსასთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ტრანსფერი რამდენიმე საათში გაოფიციალურდება.
ჟურნალისტი დასძენს, რომ ფერანი ბარსელონაში, შესაძლოა, ხვალვე ჩაფრინდეს, რათა ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს და სამედიცინო შემოწმება გაიაროს. ამჟამად “ბლაუგრანა” ტორესის აგენტთან კატალონიის დედაქალაქში ფეხბურთელის გამგზავრების დაგეგმვაზე მუშაობს.
იმავე წყაროს ინფორმაციით, ტორესი ყოველთვის ჩავი ერნანდესის პრიორიტეტი იყო. ამგვარად, “მაესტროს” გუნდში პირველი სასურველი მოთამაშე მოჰყავს.




რა ქნეს იყიდეს?
მეც ეგ გავიფიქრე რატომღაც.
ეს ფაბრიციო ჩანერგილი აგენტია მგონი.🕵️♂️ ყველაფერი იცის, მაგრამ საკითხავია სიდან იცის ბიჭო ეს ყველიფერი, სიდან.
Moriba,
ბრავო, 1-1-ის მერე გაგვამხიარულე..
აბა დავიძინო და იქნებ დილით ამბავი ოფიციალური დამხვდეს 😁😁
Albicelecte,
რატო აღარ იქნება ახანგრძლივებს კონტრაქტს
კარგი ბიჭია მთავარია ტრამვებმა არ შეაწუხოს როგორც ფატის, ამისგან რაღაც დადგება აი დემბელესგან არაფერი.დ
ჰო, მაგრამ მარჯვნივ აღარ იქნება დემბელე
ხომ არ იცით სატრანსფერო ფანჯარა რომელი დღიდან იხსნება?