ცოტა ხნის წინ, წამყვანმა კატალონიურმა გამოცემებმა დაადასტურეს, რომ “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი, ფერან ტორესი “ბარსელონას” ძალიან მიუახლოვდა და, შესაძლოა, ტრანსფერი რამდენიმე საათშიც კი გაოფიციალურდეს.
ესპანურ პრესაში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, “ბარსასა” და “სიტის” სატრანსფერო ფასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული აქვთ – კატალონიელები ფიქსირებულ 55 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც ბონუსების სახით 10 მილიონი დაემატება. კლუბები ამჟამად საბოლოო დეტალებს ათანხმებენ.
ჟერარ რომეროც ადასტურებს, რომ ტორესი 99%-ით ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმას მოირგებს.
ესპანელი გარემარბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსას” პირველი დანამატი იქნება.




ესპანელი გარემარბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსას" პირველი დანამატი იქნება.
კარგია დანამატი!
კაია. თებერვლის ბოლოსკენ ტრავმას მოირჩენს, აპრილის მეორე დეკადაში ფორმის აკრეფას დაიწყებს და მაისის ბოლოსკენ გვეცოდინება გამოგვადგა თუ არა.
ძვირად ნაყიდი გამოდის მაინც. წარმატებები ფერანს. იმედია შეგვაყვარებს თავს თავისი კარგი თამაშით
კარგია მაგრამ 55 მილიონი ამაში გადამეტებული მეჩვენება
მშვენიერია, გაახალგაზრდავებაცაა და თანაც შინაური კაცია, ვალენსიის რეგიონიდან
ოპაააა ძაან მაგარია გილოცავთ კავანის იჯარიზეც იჩალიჩონ თუ არ გამოვა მაშინ ხულიან ალვარესი მაინც ითრიონ იჯარით პლიუს გამოსყიდვის უფლებით კოუტინიო იქნება შევტენოთ ვინმეს 20მილიონი აქ ტიპს ხელფასი
ეს უნდა მოიყვანონ თორემ ოთხეულში გასვლა ხო გვინდა, ასევე ევროპა ლიგაზე ბრძოლაც ხომ გვინდა, გვჭირდება ფერვარდი და იმედია ან ფატი-ტორესი-დემბელე და ან ფატი-ალვარესი-ტორესი იქნება ამ ზამთარში, ალვარესიც კაი ფორვარდია და მოსაყვანია ეგეც
ეს თუ სიმართლეა ძალიან მაგარი იქნება) მაგრამ დიდი ალბათობით ზაფხულში ჰალანდს დავემშვიდობებით