გასული ღამე ჩავი ერნანდესისთვის განსაკუთრებით გრძელი გამოდგა. “სევილიასთან” გამართული გვიანდელი თამაშის შემდეგ, 41 წლის სპეციალისტი სახლში გვიან მივიდა და, როგორც თავად ივარაუდა, დაძინება გაუჭირდა.
AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, ერნანდესი სახლში დაახლოებით ღამის 4 საათზე მივიდა და “ბლაუგრანას” თამაშს თავიდან ბოლომდე უყურა. “მაესტრო” გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო, შედეგით კი – არა, რის გამოც მისი კიდევ ერთხელ გაანალიზება გადაწყვიტა. წყაროს თანახმად, ჩავი კვლავ დარწმუნდა, რომ “ბარსა” “სევილიას” ბევრად აღემატებოდა და შეამჩნია, რომ ხარისხი და პოზიციური თამაშის ასპექტი საგრძნობლად გაუმჯობესებულია.
წყარო წერს, რომ ერნანდესმა მისთვის და, ზოგადად, მწვრთნელისთვის უჩვეულო დროს, დილის 8 საათზე, დაიძინა.
“სევილიასთან” მატჩით “ბარსელონასთვის” 2021 წელი დასრულდა. გუნდი ვარჯიშს 28 დეკემბერს განაახლებს, მომდევნო შეხვედრას კი 2 იანვარს, ესპანეთის თასის ეგიდით, “მალიორკას” წინააღმდეგ გამართავს.

ჩავიმ კი არა მეც შევნიშნე, რო გუნდი გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდა, ამას რათ უნდა ბევრი მტკიცება. მეორე საქმეა რო ასეთ უპირატესობას უკეთ გამოყენება უნდა. არც ის გოლი უნდა გაეშვათ და კიდევ მეტი უნდა გაეტანათ. აი ამას კი ალბათ ახალი წლიდან ნამდვილად გამოასწორებს.
მაგალითად, კიევთან ვალვერდეს თამაშის დროს ეძინა.
არააქვს მნიშვნელობა, უმოტივაციო თამაში იყო თუ არა.
გაუძლიერეთ გუნდი და ნახავთ ნამდვილ ხავის ბარსას
მწვრთნელადაც ჩაწერს ოქროს ასოებით თავის სახელს ფეხბურთის ისტორიაში. ჩემთვის პირადად , როგორც ფეხბურთელი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ყველა დროის საუკეთესოა და იმედია მწვრთნელიც მაგარი იქნება
ეს როგორ არ უნდა გიყვარდეს სულ რომ არაფერი ისეთ სულს ჩაბერავს კლუბს რომ დიდი ხანი გაყვებაა…
ვამაყობ ამ კაცით და იმით რომ ასეთი ვნება აქვს ფეხბურთის მიმართ
აი ეს არის მონდომება და სულისკვეთება, გენაცვალე მაესტრო
კაცი ლეგენდააა რა 🙂 მიდი, ჩავი რა, შენ შეგიძ₾ია ამ სეზონშივე დადო თასები 🙂
😀❤️🔥