“ელჩესთან” გუშინდელი გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გავი იყო. “ბარსას” 17 წლის ნახევარმცველმა შთამბეჭდავად ითამაშა და მეტოქის კარში ეფექტური გოლი შეაგდო.
მატჩზე საუბრისას CatRadio-ში ყურადღება ერთ საინტერესო დეტალზე გაამახვილეს – გავიმ შეხვედრა გახსნილი თასმებით ჩაატარა, რაც პირველად არ მომხდარა.
La Porteria-ს ჟურნალისტის, მარკ მარბას თქმით, მიზეზი ძალიან მარტივია:
გავი ბავშვობიდან გახსნილი თასმებით თამაშობს, რადგან მათი შეკვრა არ იცის. ის ასე თამაშს უკვე მიეჩვია და ყურადღებას აღარ აქცევს.
– ამბობს მარბა.
გავი “ბარსელონას” პირველ გუნდს მიმდინარე სეზონში შეუერთდა და მალევე ძალიან მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ახლო მომავალში კლუბი მასთან 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.




《○BIG ĆULE○》,
თასმები აქეთ-იქიდან გვერდებზე აქვს ალბათ ჩატანებული, თორემ ბავშვობიდან თუ ასეა, ბევრჯერ ექნებოდა ამის გამო ტრავმა მიღებული!
იუთუბზე tutorial მაინც ნახოს, რაუნდა თასმების შეკვრას
ვახ ჩემნაირი .დ მაგარი ბიჭია ძაან ამის იმედი მაქვს ყველაზე მეტად ,ჟილკიანია და მებრძოლი რაც ფრენკის აკლია ამას აქვს
მიზეზი ცოტა სასაცილოა, არ იცის? მერე რა? არც მოკრივეებმა არ იციან ხელთათმანების ხელთათმანებით შეკვრა, მაგრამ ხო შეკრულები გამოდიან.
სპეციალური ბუცი გამოუშვან გავისთვის დარწმუნებულივარ მალე გავის ძაან ბევრი გულშემატკივარი ეყოლება და კარგი მარკეტინგული სვლა იქნება უთასმო ბუცები ისედაც პრობლემაა თამაშის დროს თასმები ხშირად ეხსნებათ ფეხბურთელებს
თუ ეს მეკარე რეალის იქნება დარწმუნებული ვარ ყველა იხალისებს 😂😂😂
როგორ არ ძვრება ბუცი.. საინტერესოა… 🧐 ამდენ თამაშში ერთხელაც არ წაქცეულა.. 🧐
ერთხელაც კარში დაარტყამს და ბურთის ნაცვლად ბუცი შევარდება კარში, ან მეკარეს თავს გაუხეთქავს.
მეც ეგრე ვთამაშობ არვიცი შეკვრა😂😂😂😂😂😂😂😂
დაუმოკლონ მაინც, ან „ზმეიკებზე“ გადასვან 🙂
თასმებგახსნილმა რომ ვითამაშო ალბათ 2 წუთში რამეს მოვიმტვრევ, როგირ თამაშობს ასე🤔, ვინმემ მაინც შეუკრას არ დაეცეს მოედანზე არ დაებიჯოს თასმაზე😁