მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გავი, ნიკო და.. ჟუტგლა?

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გავი, ნიკო და.. ჟუტგლა?

ცუდი სერია დასრულდა, ძალიან მძიმედ და რთულად, მაგრამ დასრულდა. რაც მთავარია “ბარსამ” სამი ქულა მოიპოვა, თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს, რომელიც ოთხეულს გვაახლოვებს. ჩემპიონთა ლიგის ზონა ფინანსური მოგების, ახალი სპორტული პროექტისა და უკეთესი ფეხბურთელების მოზიდვის გარაანტიაა. 

ის რაც კუმანის დროს დაიწყო, ჩავის დროს გრძელდება. კარგი პირველი ტაიმის შემდეგ საშინელი მეორე ტაიმი ადრეც გვინახავს და ახლაც ვნახეთ. ამ სეზონში “ბარსამ” უკვე გაფლანგა სამბურთიანი უპირატესობა, სამით ნულიდან 3:3 ეხატა ტაბლოზე და რაღაც მსგავსი მოხდა “ელჩესთანაც”, მილიმეტრებმა გადაგვარჩინა. 

ასეთ მატჩებში კი კარგიც ბევრია და ცუდიც. უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო. 

ორი ვარსკვლავი

მესის წასვლის მერე თუ ვინმეს ლიდერობაზე იყო საუბარი, ეს ფრენკი დე იონგი და ტერ შტეგენი იყვნენ. მომავალი “ბარსას” მესაჭეები! ვეტერანებზე ფსონს არავინ დადებს, ახალბედებს კი ბევრი აქვთ დასამტკიცებელი. მხოლოდ ორი ფეხბურთელია იმ მოცემულობაში, რომელსაც ლიდერის როლის შესრულება შეეძლო, ეს განსაკუთრებით დე იონგზე ითქმის, რადგან მეკარის ამპლუიდან ლიდერობა ცოტა რთული ამბავია, მით უმეტეს, “ბარსელონაში”, ჰოდა, რას ვხედავთ?! ერთმანეთზე უარეს სეზონს ატარებენ, მატჩიდან მატჩამდე უარესი და უარესი სანახავია. ერთიც და მეორეც. ორი თუ სამი თამაშის წინ დავწერე გუნდის გამოცვლა სურთ, რადგან ტიტულების მოგება უნდა ორივეს და არა ახალი გუნდის მშენებლობაში წლების გაყვანა. ეს თავგანწირვა, შესაძლოა “ლა მასიელმა” გაიღოს, მაგრამ სხვა კლუბიდან მოსულს ასეთ ერთგულებას ვერ მოთხოვ. 

თუ გავითვალისწინებთ “ბარსა” რა დღეშია ფინანსური თვალსაზრისით, არ გამიკვირდება, რომ ორივე გაყიდონ და არც დიდი ბუნტის ატეხვა ღირს ამის გამო. ტერ შტეგენს კიდევ 5-6 წელი შეუძლია მაღალ დონეზე თამაში, ფრენკი დე იონგი კი, მაგალითად, “მანჩესტერ სიტიში” უმაღლესი დონის ვარსკვლავი იქნება, მაგრამ თუ “ბარსას” მისი დათმობა მოუწევს, მაგალითად, ჰოლანდის გამო, მაშინ უნდა დათმონ, არც კი უნდა დაფიქრდნენ. 

ფრენკის ბუსკეტსის მემკვიდრედ მოიაზრებდნენ, მაგრამ უკვე კარგად ჩანს, რომ “ბარსას” სტილს და ტაქტიკას დიდად ვერ აუღო ალღო, ბუსკეტსთან შედარებით ტაქტიკური თვალსაზრისით ძალიან სუსტია. რვიანის პოზიციაზე ბევრი კარგი თამაში ჰქონია, განსაკუთრებით წინა სეზონში, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ კლუბის ორგანული ნაწილი იყო. უფრო მეტად ინდივიდუალურად ახერხებდა გაბრწყინებას. რაღაც ვერ აეწყო. არ გამოვრიცხავ, ჩავი როცა ტაქტიკურ შეუთავსებლობაზე საუბრობს, სწორედ დე იონგს გულისხმობდეს. 

ფაქტია, რომ მონდომებაც აკლია. ახალგაზრდა “ლა მასიელები” გაცილებით მეტს აკეთებენ, ესე იგი, ფრენკის ფსიქოლოგიური პრობლემებიც დაეწყო, მისი კარიერა მაღლა ვერ წავიდა, პირიქით, უკან-უკან მიდის, ეს კი ძალიან ანაღვლებს და ეჭვგარეშეა, რომ სერიოზულად ფიქრობს კლუბის გამოცვლაზე. ჩავის კი ალბათ თავში ის უტრიალებს, რაც ლუის ენრიკეს, ორივე პედრის ელოდება იმისათვის, რომ გავისა და პედრის დუეტი ნახონ, შეთამაშდებიან თუ ვერა, შეეწყობიან თუ ტაქტიკური კონფლიქტი იქნება, მართლაც ძალიან საინტერესოა. 

ბუსკეტსის მემკვიდრედ კი ნიკო გონსალესიც გამოდგება. 

ერთი მატჩის გამო ფეხბურთელი არ უნდა მოვიძულოთ. მით უმეტეს, ფრენკი დე იონგი, მაგრამ, საქმე ის არის, რომ სამიდან უკვე მეორე სეზონს აგდებს. ვნახოთ ზამთრის მერე რას იზამს.. 

გავი და ნიკო 

ფატი და პედრი, გავი და ნიკო, არაუხო და… არაუხო. არაუხო მარტოა. სიამოვნებით ვიტყოდი ერიკ გარსიას, მაგრამ ვერ გამოდგა ისეთი ძლიერი მცველი, როგორსაც ველოდით. ვერც ისეთი ტექნიკური და ინტელექტუალი გამოდგა. არც განვითარების პროცესი ჩანს დიდად. არადა, ამ ჩამოთვლილი ფეხბურთელებით თითქოს ახალი ხერხემალი ყალიბდება. 

დაცვა კატასტროფა იყო. არაუხოს ჩათვლით. (მაგრამ ვპატიობ). ლანგლე და გარსია კი ტრადიციულად სუსტად გამოიყურებოდნენ. ასეთი დაცვით შემდეგ ტურში ძალიან გაგვიჭირდება, აღარაფერს ვამბობ “ნაპოლისთან” მატჩზე. 

სამაგიეროდ, ხომ ნახეთ გავიმ რა ქნა? ფანტასტიკა! ხომ ჰგავდა ინიესტას?! ძალიან მაგარი ფინტი მოედნის ცენტრში, ზუსტი პაუზა და გამოზომილი დარტყმა. ამის გამო ღირს “კამპ ნოუზე” მისვლა, გავი მეტ მაყურებელს და ტაშს იმსახურებდა, არა მხოლოდ ამ საოცარი გოლის გამო, საერთოდ, ძალიან მაგარი მატჩი ჩაატარა და დამსახურებულადაც გახდა საუკეთესო.

მერე, ნიკო გამოვიდა და გამარჯვების გოლი შეაგდო, მაგრამ.. მანამდე არ იკითხავთ?! ფერან ჟუტგლამ გაიტანა! სად იპოვა? სად ამოთხარა? ერთი არ ჩაუთვალეს და მეორეც შეაგდო! ესეც ხომ “ბარსელონური” ტრადიციაა, მესის სადებიუტო გოლი არ ჩაუთვალეს და მეორეც შეაგდო. მესის წყალი გადაგსხმოდეს, ჯიგარო! 

ჯერ ეს დემირები.. მერე აკომაში.. ახლა ჟუტგლა. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს იმას, რომ ჩავი ძიების პროცესშია და შანსს ბევრ ფეხბურთელს აძლევს, ჰოდა, ჰა ბურთი და ჰა მოედანი..

ის ვინც ჩავის იმედები ბოლომდე გაამართლა, ალბათ ეზალზულია, დრიბლინგიც გააუმჯობესა, (თავიდანვე კარგი ჰქონდა), უფრო გონივრულადაც თამაშობს და ჩანს რომ უმატებს, ვითარდება, მადაზე მოვიდა და ალბათ აღარც გაჩერდება. მეორე ფლანგზე დემბელეც კარგი იყო, ჰქონდა ისევ ჩვეული შეცდომები, მაგრამ პროცენტული მაჩვენებელი იცვლება, შეცდომებისა და სარგებლის, შეცდომები იკლებს, სარგებელი იმატებს. ეს უკვე პრაქტიკის შედეგია, თუ რამე არ იტკინა უფრო მაგარ მატჩებსაც გვაჩუქებს, თუმცა, წინ დიდი ცდუნება ელის.. ახალი წელია, ალბათ ცხოვრებას დაივიწყებს, კიდევ კარგი გოზინაყი და ჩურჩხელა არ იცის რა არის, მაგრამ, არც უმაგისოდ მოიკლებს რამეს. 

2021 წლის ბოლო მატჩი

წინ “სევილიაა”, ჩემპიონობისთვის მებრძოლი კლუბი. ძალიან კარგი გუნდი. ამჟამად, ფავორიტები არიან. თანაც სახლში ითამაშებენ, თუმცა, საბედნიეროდ ჯერ კიდევ გვყავს ფეხბურთელები, რომელთა იმედიც შეიძლება რომ ნებისმიერ მეტოქესთან გვქონდეს. ესეც ასე, “სევილია” და ტრანსფერები, მთავარი მიზანი არ შეცვლილა, კოუტინიო უნდა გაიყიდოს! უმტიტიც, მაგრამ არავინ ყიდულობს. დანარჩენები მერე.. ზაფხულში. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (18)

  • GEO-BARCA
    20 დეკ 2021, 03:20

    ყოჩაღ ფეოლა კიდევ ერთი უმაგრესი სტატია და ძალიან კარგი შეფასება რაც მთავარია ობიექტური და ამავდროულად კრიტიკული ოდნავ იმედისმომცემიც😁😁მოკლედ ძალიან კარგი სტატიაა !

  • .Gladiator.
    19 დეკ 2021, 18:56

    ციტატა: ფეოლა

    ციტატა: .Gladiator.
    ფრენკის გაშვებაზე სერიოზულად საუბრობს ხალხი და მერე ფეხბურთის ცოდნაზე აქვთ პრეტენზია

    ფრენკიმ სამი წლის წინ საყრდენზე თამაშით ისეთი სეზონი დადო რო უეფას სიმბოლურ გუნდში მოხვდა და ოქროს ბურთზე 11ზე გავიდა და ამათ მძინარა ბუსკეცის სკამზე დასმა არ უნდათ

    4 წლის წინ კოუტინიო პელე იყო.


    ვაჰ გენიალური კონტრარგუმენტია
    ხმას აღარ ვიღებ

  • ფეოლა
    19 დეკ 2021, 18:48

    ციტატა: .Gladiator.
    ფრენკის გაშვებაზე სერიოზულად საუბრობს ხალხი და მერე ფეხბურთის ცოდნაზე აქვთ პრეტენზია

    ფრენკიმ სამი წლის წინ საყრდენზე თამაშით ისეთი სეზონი დადო რო უეფას სიმბოლურ გუნდში მოხვდა და ოქროს ბურთზე 11ზე გავიდა და ამათ მძინარა ბუსკეცის სკამზე დასმა არ უნდათ

    4 წლის წინ კოუტინიო პელე იყო.

  • M10 S9 D11
    19 დეკ 2021, 16:46

    ციტატა: .Gladiator.
    ფრენკის გაშვებაზე სერიოზულად საუბრობს ხალხი და მერე ფეხბურთის ცოდნაზე აქვთ პრეტენზია

    ფრენკიმ სამი წლის წინ საყრდენზე თამაშით ისეთი სეზონი დადო რო უეფას სიმბოლურ გუნდში მოხვდა და ოქროს ბურთზე 11ზე გავიდა და ამათ მძინარა ბუსკეცის სკამზე დასმა არ უნდათ


    100% ❤️

  • Pirat❤️💙
    19 დეკ 2021, 15:57

    არადა მჯერა მაგრად დეიონგის კარგი შემტევები რო გვეყოლება და 4-3-3 ვითამაშებთ კარგად ითამაშებს დაცვას რაც შეეხება გარსიას და ლენგლეს უმტიტი ჯობია

  • El pistolero 9
    19 დეკ 2021, 15:12

    ზამთარში კავანი და ტორესი უნდა ვიყიდოთ რამენაირად. იმედია კოუტინიოს წაიყვანს ნიუკასლი. უმტიტიც უნდა შევასაღოთ ვინმეს

  • .Gladiator.
    19 დეკ 2021, 14:47

    ფრენკის გაშვებაზე სერიოზულად საუბრობს ხალხი და მერე ფეხბურთის ცოდნაზე აქვთ პრეტენზია

    ფრენკიმ სამი წლის წინ საყრდენზე თამაშით ისეთი სეზონი დადო რო უეფას სიმბოლურ გუნდში მოხვდა და ოქროს ბურთზე 11ზე გავიდა და ამათ მძინარა ბუსკეცის სკამზე დასმა არ უნდათ

  • Albicelecte
    19 დეკ 2021, 14:15

    ტორესის მოყვანა და ტამვირებულების დაბრუნება შეცვლის სურათს
    დემბელე მაინც გასაყიდია, ისე, როგორც შტეგენი და დე იონგი
    და ფრანგები მოსაშორებელი

  • iniesta
    19 დეკ 2021, 14:07

    ბევრი საინტერესო რამ ვიხილეთ გავის ცრუ ცხრიანად თამაში,დეპაის გარეშე ბევრად უკეთესი შეტევა დე იონგის გასვლა ნიკოს შემოსვლა (რომელმაც უფრო გამოაცოცხლა თამაში 2-2 ის მერე) გარსიაზე ვერ დაგეთანხმებით მე მომწონს უბრალოდ ცოტა დრო ჭირდება კარგი ვარდნა და კარგი პასი აქ,კომენტატორები იყვნენ მაგრები ჯერ ჟუტგლაზე იხუმრეს თუ სწორად მახსოვს ვალენსიის მეორე გუნდის ფეხბურთელია და ბარსას პირველ გუნდში თამაშობსო და გოლი გაიტანა მერე ხავის დაცინეს რას პროფესორობსო გავი 9იანზე აწია დე იოგნი და ჟუტგლა გაიყვანა და საყრდენი რამ გამოაყვანინაო და ნიკომ გაიტანა მოკლედ რომ შევაჯამოთ გუნდი უმატებს და 17-18 წლის ბიჭები იმედს გვისახავენ რომ ბარსა კომიდან გამოვა თანაც აუცილებლად !!!

  • EL MAESTRO 6
    19 დეკ 2021, 13:43

    ციტატა: Feel My Style

    ციტატა: ნოდო ბარდაველიძე
    Moriba,
    რატო გაუშვეს რა, ჯეკაც რო არ გაეგდო არასწორ კუმანს მთლად უკეთესი იქნებოდა


    მორიბა არავის გაუგდია, იმდენ ხელფასს ითხოვდა რისი ნახევარიც არ დაუმსახურებია და საერთოდ, ეგ რა მოსაკითხია?!


    შეცდომაში შეხვედი მეგობარო, როცა ვინმეს პასუხს აჭერ თავზე მისი სახელი იწერება და მერე ტექსტი, ამას მორბია კიარ უგულისხმია, მორბია ეწერა იმას ვისაც უპასუხა თორემ რაკიტიჩი იგულისხმა😀

  • me da barca
    19 დეკ 2021, 13:37

    რა დღეს მოვესწარი, რაიო მეოთხეზეა და ბარსა მეშვიდეზე.

  • Feel My Style
    19 დეკ 2021, 13:35

    ციტატა: ნოდო ბარდაველიძე
    Moriba,
    რატო გაუშვეს რა, ჯეკაც რო არ გაეგდო არასწორ კუმანს მთლად უკეთესი იქნებოდა


    მორიბა არავის გაუგდია, იმდენ ხელფასს ითხოვდა რისი ნახევარიც არ დაუმსახურებია და საერთოდ, ეგ რა მოსაკითხია?!

  • ნოდო ბარდაველიძე
    19 დეკ 2021, 13:07

    Moriba,
    რატო გაუშვეს რა, ჯეკაც რო არ გაეგდო არასწორ კუმანს მთლად უკეთესი იქნებოდა

  • EL MAESTRO 6
    19 დეკ 2021, 12:25

    კუმანის თამაშებს რომ ვუყურებდი არ ვიცოდი რა მეთქვა, არ ვიცოდი რითი რემეკრიტიკებინა იმიტომ რომ ვერ ვგებულოდბი რა ჯანდაბას თამაშობდა გუნდი, მგონი ჰოკეის ან რაიმე ეგეთს, ვერც იმას ვხვდებოდი მაინცდამაინც რა ასპექტის განვითარება გვჭირდებოდა იმიტომ რომ ყველაფერში სუსტი გუნდი იყი, ახლა ფეხბურთი ფეხბურთს დაემსგავსა, სანახაობაც არის და იმედიც, ასევე გამოიკვეთა რაშია პრობლემები მაგალითად, დეიონგში, დაცვაში არაუხოს გარდა, მეკარეში, ასევე ფორვარდი, ტრამვები ძაან გვაწუხებს თორე პედრი-გავი-ნიკო იქნებოდა ნახ დაცვაში და არც არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, შეტევაში ამათ ფატი დაემატებოდა, დეპაი სკამზე, მეკარე და დაცვა ჩემი აზრით პირველ რიგში უნდა გაძლიერდეს

  • nika 54
    19 დეკ 2021, 11:38

    ეს მეორე ტაიმის დაკიდება რა გახდა? რა ჭირთ? არ უნდათ ორი ტაიმის თამაში თუ არ იციან რო იქაც გადის გოლები?

  • Moriba
    19 დეკ 2021, 11:15

    გუშინ რაკეტამ რა ტენა ატლეს ამ ასაკშიც კი დე იონგზეც უკეთესია

  • Andria
    19 დეკ 2021, 10:40

    კოუტინიო უპირობოდ გასაყიდია, ფრენკი კიდე ძალიან მიყვარს და არმინდა ასე რო წავიდეს თვითონაც უყვარს კლუბი, ფრენკისაც ბუსისნაირად ბურთის კონტროლი და განაწილება უნდა და ახლა უბურთოდ ათამაშებენ ეგ არაა ფრენკის კოზირი აიაქსში საერთოდ არც ადიოდა საჯარიმოსთან სადაც ახლა ფრენკი თამაშობს აიაქსში ვან დე ბეეკი თამაშობდა. ჩემი აზრით ერთი 10 მატჩი უნდა ჩაატაროს ბუსის პოზიციაზე სასტარდოდან და მერე ვნახოთ სიტიში დარწმუნებული ვარ საუკეთესო გახდება

  • riva
    19 დეკ 2021, 05:07

    ამ გუნდ ბრეითაც კი ძაან აკლია…