ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
დღევანდელ გამოკითხვაში მომხმარებლების 67%-მა უპირატესობა 4-3-3 წყობას მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ ამ წყობის პოპულარობა უფრო და უფრო იკლებს.
ყველაზე მეტი ხმა ტერ შტეგენმა მიიღო. მას ხმების 91% შეხვდა.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “ელჩესთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი, მინგესა, არაუხო, უმტიტი, ალბა, ბუსკეტსი, ნიკო, ფ. დე იონგი, დემბელე, ეზალზული, ჟუტგლა
თამაში 21 საათსა და 30 წუთზე იწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი გვთავაზობს.
თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.




აუცილებლად უნდა ათამაშონ თუნდაც ხანდახან, სუსტ გუნდებთან, რო სულ არ დაკარგოს ფორმა. შტეგენიც უფრო მობილიზებული გახდება.
მე 3-4-3 ვამჯობინე
იყო დრო, როდესაც თავდასხმაში თამაშობდნენ მესი, სუარესი და ნეიმარი. დღეს ვინები წერია.
ფრენკი უნდა დადგეს საყურდენზე და გვაჩვენოს თუ რა შეუძლია, მაგრამ ელჩეა რა, მაინც ელჩეა და ბუსის შეცვლა ასე იოლი არაა, შეიძლება ელჩესთან იბრწყონოს, მაგრამ ცოტა უფრო მაღალი კლასის, კარგად შეკრულ გუნდებთან რაღაც ემართება
მემგონი მარტო მე დავაყენე ნეტო, კონკურენციაა საჭირო და ელჩესთან რატომაც არს, ერთი კიდე ფრენკი არ დავაყენე და მაგაში ავცდი, საინტერესოა რა სასტავით და რა განლაგებით ითამაშებს მაესტრო
————-შტეგენი
—–გარსია—-არაუხო—-უმტიტი
—————–დე იონგი———-
——–ნიკო—————-პუჩი
——————კოუტინიო
—–ეზალზული——ჟუტგლა—–დემბელე