ახლახანს, “ბარსელონამ” “ელჩესთან” გასამართი დღევანდელი მატჩის 23-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა.
ჩავი ერნანდესის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები იქნებიან:
ტერ შტეგენი, არაუხო, ბუსკეტსი, პუჩი, დემბელე, დემირი, ნეტუ, კოუტინიო, ლანგლე, ლ. დე იონგი, ალბა, ფ. დე იონგი, მინგესა, უმტიტი, გარსია, პენია, ნიკო, ჟუტგლა, გავი, ბალდე, აბდე, ალვარო სანსი, გილემი.
საკადრო პრობლემების გათვალისწინებით (კლუბს სერჟინიო დესტი და ჟერარ პიკე გამოაკლდნენ), მთავარმა მწვრთნელმა შანსი “ბარსა ბ-ს” რამდენიმე ფეხბურთელს მისცა. ჟორდი ალბა, რომლის თამაშიც საეჭვო იყო, გუნდს დაეხმარება.
მატჩი “კამპ ნოუზე” გაიმართება და თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. სატურნირო ცხრილში დიდი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად “ბარსას” აუცილებლად მოგება სჭირდება.




3-4-3 ით ითამაშებს ალბათ. 1 განაპირა მცველია მარტო ჯანმრთელი
მე მგონი არ უნდა გახდეს პრობლემა, ამათთან მოგება. ამათ კუმანიც უგებდა დაჟე.