როგორ მიმდინარე სეზონში სტაბილურად ხდება, “ბარსელონა” თამაშს სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება.
შეტევაში არსებულ პრობლემებს ამჯერად დაცვაც დაემატა – ჟერარ პიკე 5 ყვითელი ბარათის დაგროვების გამო დისკვალიფიცირებულია. იგივე საფრთხის ქვეშ არიან ბუსკეტსი და გავი.
გთავაზობთ სავარაუდო შემადგენლობებს წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემების ვერსიით.
Sport (3-4-3)
ტერ შტეგენი – გარსია, არაუხო, ლანგლე – ბუსკეტსი, ნიკო, გავი, ფ. დე იონგი – დემბელე, ლ. დე იონგი, ეზალზული.
კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, ჩავი გარისკავს და როგორც ბუსკეტსს, ასევე გავის სასტარტო შემადგენლობაში ათამაშებს. არადა მომდევნო მეტოქე “სევილიაა” და დღეს ყვითლის მიღების შემთხვევაში ეს ფებურთელები მნიშვნელოვან მატჩს გამოტოვებენ.
“ბარსას” პრობლემა აქვს დაცვის ფლანგებზეც – ალვესს თამაშის უფლება არ აქვს, რობერტო ტრავმირებულია, მცირე დაზიანება აწუხებდა ალბასაც, ხოლო დესტი და მინგესა ჩავის არ მოსწონს. ამიტომ Sport ვარაუდობს, რომ გუნდი 3 ცენტრალური მცველით, განაპირა მცველების გარეშე ითამაშებს.
Mundo Deportivo (3-4-3)
ტერ შტეგენი – არაუხო, გარსია, ლანგლე – ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, ნიკო, ალბა – დემბელე, ლ. დე იონგი, ეზალზული.
მეორე კატალონიური გამოცემა Sport-ს თითქმის ყველაფერში ეთანხმება. გამონაკლისი მხოლოდ ისაა, რომ ნახევარდაცვაში გავის ადგილზე ჟორდი ალბას დაყენებას ვარაუდობს
Marca (4-3-3)
ტერ შტეგენი – მინგესა, არაუხო, გარსია, ალბა – ბუსკეტსი, ნიკო, ფ. დე იონგი – დემბელე, ლ. დე იონგი, ეზალზული
მადრიდული გამოცემა 4-3-3 წყობას ვარაუდობს. დაცვაში ლანგლეს ნაცვლად მარჯვენაფლანგელ მინგესას ვიხილავთ. დანარჩენი 10 ფეხბურთელი Mundo Deportivo-ს ვერსიას ემთხვევა.
AS (4-3-3)
ტერ შტეგენი – გარსია, არაუხო, ლანგლე, ალბა – ბუსკეტსი, ნიკო, ფ. დე იონგი – ეზალზული, დემბელე, გავი
მეორე მადრიდული გამოცემაც 4-3-3 ვერსიას ემხრობა, მაგრამ შემადგენლობა ყველაზე მეტად განსხვავებულია. AS-ის ჟურნალისტების აზრით დაცვის მარჯვენა ფლანგზე ერიკ გარსია დადგება, უსმან დემბელე ცრუ ცხრიანზე ითამაშებს, გავი კი შეტევის მარჯვენა ფლანგს დაიკავებს.
რომ შევაჯამოთ: კატალონიელები 3-4-3 წყობას ფიქრობენ, მადრიდელები – 4-3-3; სამი გამოცემა შეტევაში დემბელე-დე იონგი-ეზალზულის ტრიოს მოიაზრებს, AS-ის აზრით კი ნიდერლანდელის ნაცვლად გავი შეუტევს; Mundo Deportivo და Marca გავის დასვენებას ვარაუდობენ, ხოლო Sport და AS მიიჩნევენ, რომ ჩავი მაინც გარისკავს.




🎙 ''ბაიერნს სტუმრად ძლიერ გრანდებთან თამაში გაუჭირდება. ისინი 4 გოლს კამპ ნოუზეც კი გაუშვებენ! ვნახოთ შეძლებს თუ არა ბარსა 4 გოლის გატანას ბაიერნთან.''
გუტიმ ტრაკი მიაგდოს ურჩევნია.ნახავს კლასიკოში კიდევ ერთხელ,რომ მოიჭიმება რეალი ბერნაბეუზე.
მე მეჩვენება თუ ფრენკი შეცვლაზე რომ შემოდის ბევრად უკეთესია ხოლმე? თუ გავის ფონზე ჩანს ეგრე? არვიცი მაგრამ ფრენკიმ უნდა დაიწყოს ძირითადში ყველა მნიშვნელოვანი თამაში ჩემი აზრით რასაც ვხედავ
🎙 ''ბაიერნს სტუმრად ძლიერ გრანდებთან თამაში გაუჭირდება. ისინი 4 გოლს კამპ ნოუზეც კი გაუშვებენ! ვნახოთ შეძლებს თუ არა ბარსა 4 გოლის გატანას ბაიერნთან.''
გუტის შეუძლია დამშვიდებული იყოს, რეალთან წელს საკმაოდ კარგი ბალანსი გვაქვს, 2 მოგება ბურთები 5-0
🎙🔵 გუტი (რეალის ლეგენდა): ''ეს ის ბაიერნი აღარაა რაც 3 წლის წინ იყო. ბარსელონას სიძლიერე უნდა განსაზღვრო ისეთ გუნდებთან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის აუცილებლად იბრძოლებენ, ესენი არიან სიტი და რეალი და არა ბაიერნი.''
🎙 ''ბაიერნს სტუმრად ძლიერ გრანდებთან თამაში გაუჭირდება. ისინი 4 გოლს კამპ ნოუზეც კი გაუშვებენ! ვნახოთ შეძლებს თუ არა ბარსა 4 გოლის გატანას ბაიერნთან.''
გარსია და გავი სკამზე კუნდე და ფრენკი მაგათ მაგივრად და იდეალურია
ყველაფერი იდეალურია გარსიას მაგივრად კუნდე და ეგაა ეს გუნდი უნდს მოიხოდოს და ნებისმიერს მოვუგებთ
სირცხვილია ყვითლების მიღებაზე ვილაპარაკოთ გუნდზე რომელსაც 4 ათეული წელია ბარსასთვის არ მოუგიათ. მე მეგონა ესენი ბურთების სხვაობის გაუმჯობესებაზე იფიქრტებდნენ და ამათ თურმე წაგების ეშინიათ.
ტერ შტეგენი
გარსია/მინგესა არაუხო უმტიტი
დესტი ბუსკეცი დეიონგი გავი
დემბელე ჟუტგლა აბდე
—-შტეგენი
დესტი-არაუხო-უმტიტი-ალბა
——–ბუსკეცი
ნიკო——-გავი
დემბელე—ჟუტგლა—აბდე
მემგონი ასე ჯობია