workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფილიპე კოუტინიო ბარსელონადან წასვლაზე ფიქრობს

ფილიპე კოუტინიო ბარსელონადან წასვლაზე ფიქრობს

იმისათვის, რომ “ბარსელონამ” მომდევნო სეზონისთვის ვარსკვლავების დამატება შეძლოს, აუცილებელია, რომ კატალონიურმა გუნდმა მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები გუნდიდან გაუშვას, ასეთები კი, უპირველესად, ფილიპე კოუტინიო და სამუელ უმტიტი არიან.

ცნობილია, რომ უმტიტი საყვარელი გუნდის იანვარში დატოვებაზე ისევ უარს აცხადებს, თუმცა სხვა სიტუაციაა კოუტინიოსთან მიმართებაში.

აქამდე არსებული ინფორმაციით, კოუტინიოს შესაძლო დანიშნულების ადგილად “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი” და “ნიუკასლ იუნაიტედი” განიხილებოდა. მანჩესტერული გუნდები ბრაზილიელით დაინტერესებულნი არ არიან, “კაჭკაჭებში” გადასვლა კი თავად ფეხბურთელს არ სურდა.

SER-ზე დაყრდნობით Sport იტყობინება, რომ დღეის მდგომარეობით კოუტინიო “ბარსელონადან” წასვლის ვარიანტს განიხილავს. მას იმედი ჰქონდა, რომ ჩავის მოსვლა სიტუაციას გამოასწორებდა, მაგრამ ყველა ხედავს, რომ ასე არ ხდება. ამ მიმართულებით გადამწყვეტი უახლოესი დღეები იქნება, როდესაც “ბარსელონასა” და კოუტინიოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება.

იმ შემთხვევაში, თუ “ბარსამ” იანვარში კოუტინიოს გაშვება მოახერხა, კატალონიელთა სახელფასო ბიუჯეტი დაახლოებით 25 მილიონი ევროთი შემსუბუქდება, რაც კლუბისთვის ძალიან დიდი შვება იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • azulgerana
    schedule 18 დეკ 2021, 12:56

    ეს ხო ვერ გავასაღეთ

  • M10 S9 D11
    schedule 18 დეკ 2021, 02:16

    წადი ბიძია წადი შენც წვალობ და ჩვენც გვაწვალებ

  • me da barca
    schedule 17 დეკ 2021, 22:06

    ეს 145 მილიონიანი მოუშორებელი ჭირი. ამის დე××××

  • Bakero
    schedule 17 დეკ 2021, 19:59

    ეს კაი ხნის წინ უნდა მოგვეშორებინა ეს 145 მილიონიანი მთხლე rage მე ამის მომყვანის @#@#$%4@@@@##### rage

  • EL MAESTRO 6
    schedule 17 დეკ 2021, 19:37

    ტიტუ ამისი წასვლა რა ჰაერივით გვჭირდება, რაამბავი ხელფასები აქვთ ამ სლეებს რაარი ეს, ვისაც მაღალი ხელფასი აქვს და არ იმცირებს გაუშვან დაუფიქრებლად, ვისაც გუნდი უყვარს ის შეიმცირებს კიდეც, მემგონი ძაან წაგვადგება

  • nika 54
    schedule 17 დეკ 2021, 19:05

    25 მილიონითო? ანუ 25 მილიონს იღებდა არაფერში? და ლეოს ხელფასი უკვირდათ ამის შემდეგ? ეს ხო ლეოს მეათედიც არაა გუნდისთვის.

  • Kun agüeroooo
    schedule 17 დეკ 2021, 19:01

    ნიუკასლი იდეალურია თუ მართლა უნდა კოუს წასვლა წავიდეს! არადა როგორ მეიმედოებოდა 😑

  • El pistolero 9
    schedule 17 დეკ 2021, 18:43

    წავიდეს ნიუკასლში, თან პრემიერ ლიგაში გვანახა თავისი საუკეთესო ვერსია, თუ ათამაშდა და გასავარდნი ზონიდან ამოათრია ნიუკასლი ხომ კარგი თუ არადა ნახევარი სეზონი კაი ფულს ჩაიჯიბავს და აუდებს იქედანაც

  • Norman Bates
    schedule 17 დეკ 2021, 18:32

    თურქეთის ჩემპიონატის დონის მოთამაშეს ვუხდით წელიწადში 25 მილიონს. გავკოტრდებოდით აბა რა მოგვივიდოდა