ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დაახლოებით ერთი თვის წინ, “ალავესთან” მატჩის პირველ ტაიმში აგუერომ მკერდზე დისკომფორტის გამო მოედანი დატოვა; გამოკვლევის შედეგად მას გულის არითმია დაუდგინდა, რაც ამ ურთულესი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.
33 წლის არგენტინელი “ბარსელონას” გასულ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ტრავმის გამო მან მონაწილეობა მხოლოდ 5 მატჩში მიიღო და ანგარიშზე “ელ კლასიკოში” გატანილი ერთადერთი გოლი ჩაიწერა.
სერხიო აგუერომ პროფესიონალური კარიერა 2003 წელს, არგენტინულ “ინდეპენდიენტეში” დაიწყო, სადაც სამი წელი დაჰყო. შემდეგ იწყება კუნის ევროპული კარიერა – მისი პირველი ევროპული გუნდი მადრიდის “ატლეტიკო” იყო, სადაც 175 მატჩი ჩაატარა და 74 გოლი გაიტანა. 2011 წელს აგუერომ “მანჩესტერ სიტის” მიაშურა, სადაც ათი წელი დაჰყო და კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა – “ქალაქელების” მაისურით ჩატარებულ 275 შეხვედრაში მეტოქის კარი 184-ჯერ აიღო. რამდენიმე თვის წინ კი სერხიომ ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმის მორგება გადაწყვიტა, რაც დიდ წილად ლეო მესის გვერდით თამაშის პერსპექტივამ განაპირობა, თუმცა არგენტინული დუეტი “ბარსაში”, სამწუხაროდ, ვერ ვიხილეთ.
გამოსარჩევია აგუეროს სანაკრებო კარიერაც, რომელიც 2006 წელს დაიწყო. ტრავმიანობის მიუხედავად, კუნმა 101 შეხვედრა ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. 33 წლის ფეხბურთელმა “ალბისელესტესთან” ერთად წელს კოპა ამერიკის გათამაშებაც მოიგო.
ჯამში, აგუეროს კარიერული მონაგარი ასეთია. 786 მატჩი, 427 გოლი და 21 ტიტული.




გზა მშვიდობისა, იმედია არ დაიკარგება უფეხბურთოდ.
კავანი და ტორესი გვჭირდება ძაან. ლუკ დეიონგმა და დემირმა ააცვან ზამთარშივე.
ტირილი საქმეს რო შველოდეს კვიარში ერთხელ თანაშის მერე კი აქ მთელ კატალუნიას სატირალი ))《○BIG ĆULE○》,
მესის ცვირსახოცი მინიონად გაიყიდა და აგუეროსიც კაი ფასში გაიყიდებოდა წესით😅, ეგრე განაგრძონ მერე პიკეც იტირებს დეზონის ბოლოს და ამოვალთ მალე კრიზისიდან, მაგრამ პრინციპში მთელმა კატალონიამ რომ იტიროს მაინც არ ეშველება ჩვენს კრიზისს😒
Truxilio,
😃😃😃
მოკლედ – ლაპროტამ ცრემლების ქარხანა გააკეთა არგენტინელს არგენტინელზე აბღავლებს